13:43 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

ქართული მხარის მოთხოვნა მატჩის გადადებაა – სფფ-ს გენერალური მდივანი

ქართული მხარის მოთხოვნა მატჩის გადადებაა – სფფ-ს გენერალური მდივანი

სფფ-ს გენერალულმა მდივანმა, დავით მუჯირმა პირველ არხზე, გადაცემა „რაიმაუტში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაცია უეფასთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ შეხვედრის დახურულ კარს მიღმა ჩატარება, კორონავირუსის პრევენციისთვის გამოსავალი არ არის და ფეხბურთელები, რომლებმაც თბილისში ჩამოსასვლელად დიდი მანძილი უნდა გამოიარონ, საფრთხეში იმყოფებიან. სწორედ, ამიტომ ქართული მხარის ოფიციალური პოზიცია მატჩის გადადებაა.

 

ამასთან დაკავშირებით, ლევან კობიაშვილმა განცხადება Twitter-ის გვერდზეც გაავრცელა.

 

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება 26 მარტს „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე უნდა გაიმართოს. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი რეკორდულ დროში, ზუსტად 1 კვირაში გაიყიდა. ახლა კი ქართველი გულშემატკივარი უეფას გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X