12:05 | 2020-03-13 ავტორი: Prime Time

ქართული მედიცინის „დონ კიხოტი“ – ბევრისთვის უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ

ქართული მედიცინის „დონ კიხოტი“ – ბევრისთვის უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ

ბოლო დღეებში, ქართული მედიის და მთელი საზოგადოების ყურადღება რამდენიმე ადამიანის მიმართ არის მიპყრობილი. ხალხი ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ელოდება მათგან ინფორმაციას ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის, ინფიცირებული პაციენტებისა, თუ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

 

ერთ-ერთი მათგანი თენგიზ ცერცვაძე გახლავთ. მას კოლეგები ქართული მედიცინის „დონ კიხოტს“ უწოდებენ. 16 მარტს ბატონ თენგიზს 72 წელი შეუსრულდება. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის სამედიცინო სფეროში ერთ-ერთ ანგარიშგსაწევ ფიგურად და მაღალი რანგის პროფესიონალად მიიჩნევა. მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყანაში შიდსის ვირუსთან ბრძოლის და ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვა.

 

ნახეთ ვიდეო, რომელიც „პულსი TV“-მ მოამზადა თენგიზ ცერცვაძის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებიდან:

 

თენგიზ ცერცვაძე 70 – ანონსი

👉 კვირას👉 თენგიზ ცერცვაძის საიუბილეო საღამოს სრული ჩანაწერი👉 #TSU #პულსიTVტელეკომპანია პულსითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University Tengiz TsertsvadzeAkaki Abutidze

Posted by პულსი TV / Pulsi TV on სამშაბათი, 09 ივლისი, 2019

 

ჰობი და ჯილდოები

 

 

ახალგაზრდობაში სპორტით იყო გატაცებული – კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი. მაშინ ნადირობა მის მთავარი გატაცება გახლდათ, ახლა კი, კოლექციონერობამ გაიტაცა და სხვადასხვა მინიატურული ბუების კოლექციას აგროვებს. მის კაბინეტში ზოგ ბუს მაგისტრის ქუდი ახურავს, როგორც მეცნიერებისა და სიბრძნის სიმბოლო.

 

 

 

50-წლიანი მოღვწეობის განმავლობაში თენგიზ ცერცვაძეს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ბრწყინვალების ორდენი, რომელიც მედიცინის დარგში სულ 2-3 ადამიანზეა გაცემული. ეს ჯილდო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენიჭებათ.

 

 

 

 

ოჯახი

 

ბატონი თენგიზის მეუღლე 67 წლის ანა თოფურია გახლავთ – ექიმ-რევმატოლოგი, რომელსაც სამედიცინო სფეროში ასევე კარგად იცნობენ. მათ ხშირად ქართული მედიცინის ვარსკვლავურ წყვილს უწოდებენ. როგორც კოლეგები ამბობენ, საკუთარი შვილი არ ჰყავთ, თუმცა მათ უამრავი შვილი, თუ მშობელი ემადლიერებათ. ბატონი თენგიზი ამბობს, რომ მისი ყველა წარმატება მეუღლის დამსახურებაა, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას, მეგობრები კი ჯერ მის სადღეგრძელოს სვამენ და შემდეგ ჩემსასო.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები