15:25 | 2020-04-21 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ქართული მედია პლურალისტურია, მაგრამ მაინც ძალიან პოლარიზებული – RSF-ის ახალი ანგარიში

ქართული მედია პლურალისტურია, მაგრამ მაინც ძალიან პოლარიზებული – RSF-ის ახალი ანგარიში

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) პრესის თავისუფლების ახალ ანგარიშს აქვეყნებს.

 

ანგარიშის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყანას შორის, მე-60-ე ადგილს იკავებს და მას 28,59 ქულა აქვს. გასულ წელს, საქართველოს 28,98 ქულა მიანიჭეს.

 

ინდექსი 1-დან 100-მდე შკალით ითვლება, სადაც 0 ნიშნავს ყველაზე მაღალს, ხოლო 100, პრესის თავისუფლების ყველაზე დაბალ ქულას.

 

„საქართველოს მედია პლურალისტულია, მაგრამ მაინც ძალიან პოლარიზებული“, – განმარტავს RSF-ი.

 

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღნიშნავს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეს.

 

„ევროპული სასამართლოს დადგენილებით, მთავარი ოპოზიციური არხი რუსთავი 2, დაუბრუნდა ყოფილ მფლობელს, რის გამოც მოხდა პროსახელისუფლებო რედაქციაზე ადაპტირება და უმეტესობა ჟურნალისტმა ტელევიზია დატოვა“,- წერია ანგარიშში.

 

RSF-ში ასევე აღნიშნავენ, რომ „კონფლიქტის შედეგად შეიქმნა ორი ოპოზიციური არხი“.

 

„ამავდროულად, რეგიონალური აჭარის ტელევიზია, არაერთხელ აღმოჩნდა ზეწოლის ქვეშ, როდესაც მათ კონკრეტული პარტიის მხარდაჭერაში სდებდნენ ბრალს“, – აღნიშნავენ RSF-ში.

 

შეფასებაში ასევე გათვალისწინებულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცება საქართველოს დედაქალაქიდან, რასთან დაკავშირებით, RSF წერს, რომ „გამოძიებას ჯერჯერობით არ გაუკეთებია დამაჯერებელი განმარტება მომხდართან დაკავშირებით“.

 

საქართველო ამავე ინდექსში 2013 წელს, მეასე ადგილს იკავებდა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X