17:21 | 2020-07-28 ავტორი: Prime Time

ქართული არ იცის, თუ იპოვით რუსულადაც დაელაპარაკეთ – სვანეთში დაკარგული ბიჭის მამა

ქართული არ იცის, თუ იპოვით რუსულადაც დაელაპარაკეთ – სვანეთში დაკარგული ბიჭის მამა

13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები მეათე დღეა გრძელდება.

 

ბავშვს გარდა სოფელი ლენჯერისა, ასევე შავი ზღვის კურორტებზე ეძებენ. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს” მოზარდის მამამ დავით ფილფანმა განუცხადა.

 

„ჩემს შვილს ეძებენ ყველგან 24 საათიან რეჟიმში, მე ვფიქრობ ეს ერთგვარი პროტესტია თავის ასაკთან…მას გარდატეხის ასაკი აქვს და რაღაც პერიოდი ვფიქრობ განმარტოება არჩია. სერიოზული კონფლიქტი მასთან არ მქონია. ილია მეორე ქორწინებიდან მყავს.

 

„ილია, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენ წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ“ - დაკარგული ილია ფილფანის დედა
2020-07-26„ილია, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენ წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ“ - დაკარგული ილია ფილფანის დედა

 

მას ჰყავს უფროსი და-ძმა, რომლებთანაც ერთ ბინაში იზრდებოდა მეგობრულად და მას ეხმარებოდნენ გაკვეთილების მომზადებაში. გუშინწინ მისი დედაც ჩამოვიდა დუბაიდან.

 

ჩვენ გუშინ პოლიციასთან ერთად შემოვიარეთ მთელი შავიზღვისპირეთი და ეს მის პოვნამდე ასე გაგრძელდება…“, – ამბობს მამა.

 

მოზარდის მამას ერთი თხოვნა აქვს ყველასთან, იმ შემთხვევაში, თუ იპოვიან ილიას გადაუღონ სამი ფოტოსურათი და რუსულად დაელაპარაკონ, ვინაიდან მან ქართული არ იცის.

 

„მას აქვს ენის პრობლემა, ჩვენ პანდემიამდე ჩავრჩით სვანეთში, მას ძალიან ენატრებოდა დედა, რომელიც დიდი ხნის უნახავი ჰყავდა“, – ამბობს დავით ფილფანი.

 

13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი და მას 19 ივლისიდან ეძებენ.

ავტორი: Prime Time


X