fbpx
15:32 | 2020-04-12 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის გამო ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა დაიხურა

კორონავირუსის გამო ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა დაიხურა

ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა დაიხურა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, მიზეზი პაციენტია, რომელიც რეანიმაციაში იწვა.

 

ასაკოვანი ქალი, 6 აპრილს შევიდა კლინიკაში მუცლის ტკივილით. ის რეანიმაციაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ქალის მეუღლეს კორონავირუსი აღმოაჩნდა და შესაბამისად, პროტოკოლის თანახმად, მისი კონტაქტებიც შეისწავლეს. ტესტი ქალსაც ჩაუტარდა, რა დროსაც გაირკვა, რომ ისიც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.

 

კლინიკა ამის შემდეგ პროტოკოლის მიხედვით, ეპიდემილოგებს დაუკავშირდა.

 

კლინიკა მულტიპროფილურია და სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევს პაციენტებს.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X