fbpx
15:08 | 2020-04-10 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ქალს, რომელსაც დეფიციტური წამალი სჭირდებოდა, ლევან რატიანმა უყიდა და თავად მიუტანა

ქალს, რომელსაც დეფიციტური წამალი სჭირდებოდა, ლევან რატიანმა უყიდა და თავად მიუტანა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თაკო ნოზაძე, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანთან პირად მიმოწერას ასაჯაროვებს. თაკოს დედას შოგრენის სინდრომი აქვს და მას აუცილებლად სჭირდება პრეპარატი პლაქველინი, რომლის მარაგიც საქართველოში იწურება.

 

ახალგაზრდამ ამის შესახებ რატიანს მიწერა და მან თავისი სახსრებით ნაყიდი წამლების მარაგი აჩუქა თაკოს და დედამისს, ხოლო აბები პირდაპირ სახლში მიუტანა.

 

„ძალიან დიდი ხანია დედაჩემისთვის ვეძებ პლაქველინს (200 მგ).

 

სად არ ვეძებე, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ უშედეგოდ.

 

გუშინ მივწერე ბატონ ლევან რატიანს. ზუსტად ნახევარ საათში მიპასუხა და დღესვე მომაწოდა 13 აბი, რომელიც პირადად მას ჰქონდა შეძენილი. შევთავაზე, რომ მე გავიდოდი და გამოვართმევდი, მაგრამ როგორც ხედავთ, პირდაპირ სახლთან მომაწოდა მედიკამენტი.

 

ამიტომ, ასე საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო მას!
უმნიშვნელოვანესია დედასთვის ამ წამლის მიღება და უზომოდ დასაფასებელია ის, რაც ბატონმა ლევანმა ჩვენთვის გააკეთა“ , – წერს თაკო.

 

ძალიან დიდი ხანია დედაჩემისთვის ვეძებ პლაქველინს (200 მგ).უკვე 2 წელია სვამს ექიმის დანიშნულებით და უნდა სვას მთელი…

Gepostet von Tako Nozadze am Freitag, 10. April 2020

 

 

ის, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულებს პრეპარატი პლაქველინით მკურნალობენ, ინფორმაცია თავად რატიანმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ განმარტა.

 

„რაც შეეხება პლაქველინოთერაპიას, მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროტოკოლში, რომლის ერთ-ერთი ავტორი მეც გახლავართ ბატონ თენგიზთან (თენგიზ ცერცვაძე) ერთად, ჩადებული გვაქვს „პლაქველინის“ თერაპია. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პაციენტებთან, რომლებთანაც ვფიქრობთ, რომ კლინიკურად უნდა დავნიშნოთ, „პლაქველინი“ ინიშნება“, – აღნიშნა რატიანმა

 

მედიკოსები, მათ შორის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი საზაგადოებას მოუწოდებს, რომ არ შეიძინონ პრეპარატი და არ გამოიყენონ ის პროფილაქტიკის მიზნით, რადგან ამას შედეგი არ ექნება.

 

„უკვე გაჩნდა ცნობები, რომ მოსახლეობა იმარაგებს პალაფელინს და აფთიაქები დაიცალა ამ მედიკამენტისგან. კატეგორიულად მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ ეს არ გააკეთონ, რადგან ისინი ამ მედიკამენტს ვერაფერში გამოიყენებენ. პროფილაქტიკისთვის მათ პლაქვენილი არ გამოადგებათ, ხოლო თუ ღმერთმა დაიფარა და რომელიმე მათგანი ავად გახდება, დამოუკიდებლად მაინც ვერ მიიღებს ამ მედიკამენტს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

არ შეიძინოთ პლაქველინი, რადგან ამ მედიკამენტს ვერაფერში გამოიყენებთ - თენგიზ ცერცვაძე
2020-03-22არ შეიძინოთ პლაქველინი, რადგან ამ მედიკამენტს ვერაფერში გამოიყენებთ - თენგიზ ცერცვაძე

 

ქლოროკინი - წამალი, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ქართველი ექიმები იყენებენ, ფრანგმა მედიკოსებმაც აღიარეს
2020-03-23ქლოროკინი - წამალი, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ქართველი ექიმები იყენებენ, ფრანგმა მედიკოსებმაც აღიარეს
ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

X