15:54 | 2020-04-12 ავტორი: Prime Time

ქალს, რომელიც ოჯახთან ერთად აგარაკზე იყო, კორონავირუსი დაუდასტურდა

ქალს, რომელიც ოჯახთან ერთად აგარაკზე იყო, კორონავირუსი დაუდასტურდა

30 წლის ქალს, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ის ოჯახთან ერთად გომში, აგარაკზე იმყოფებოდა. ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა თარჯიმნად მუშობდა უცხოელებთან და სავარაუდოდ მათგან დაინფიცირდა. ამ წუთებში ეპიდემიოლოგები სოფელ გომში მუშაობენ და იზოლაციაში გადაჰყავთ ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი. დგინდება კონტაქტები.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები