01:29 | 2020-03-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

დაინფიცირებულ ქალს ოჯახში 15 წევრი ჰყავს – მარნეულელი დეპუტატი

დაინფიცირებულ ქალს ოჯახში 15 წევრი ჰყავს – მარნეულელი დეპუტატი

დეპუტატ აზერ სულეიმანოვის ინფორმაციით, ქალს, რომელსაც მარნეულში კორონავირუსი დაუდასტურდა, ოჯახში 15 წევრი ჰყავს. ამის შესახებ დეპუტატმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, იგი ოჯახს კარგად იცნობდა.

 

„პატარა ქუჩაა, რამდენიმე დღის წინ მგონი დედის წლისთავი იყო, ძალიან ბევრი ხალხი იყო. ყველას ვთხოვ, მთვრობას, მაქსიმალურად ყურადღება მიექცეს ამ ოჯახს. მარნეულში სერიოზული აჟიოტაჟი იყო. არ ვიცი ხვალ რა იქნება. ჩემი აზრით მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვა სწორი გადაწყვეტილება. ხვალინდელი დღე მარნეულისთვის ძალიან მძიმე იქნება“,- განაცხადა დეპუტატმა.

 

მისივე თქმით, ორი წლის წინ ქალს გულზე სერიოზული ოპერაცია გაუკეთეს.

 

მარნული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. მუნიციპალიტეტები სრულად ჩაიკეტა. საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციამდე აღნიშნული ქალბატონი იმყოფებოდა წლისთავზე, დაბადების დღეზე და მარნეულის ბაზარში.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები