19:46 | 2021-07-19 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ქალმა, რომელსაც გარდაცვლილი ქმარი მოენატრა, მიცვალებული ამოთხარა – ამბავი ქართული სინამდვილიდან

ქალმა, რომელსაც გარდაცვლილი ქმარი მოენატრა, მიცვალებული ამოთხარა – ამბავი ქართული სინამდვილიდან

ხანდახან ხდება ისე, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო მიცვალებულის ექსჰუმაცია არის საჭირო. რა პროცედურები უნდა გაიაროს ადამიანმა ასეთ დროს, რაღა თქმა უნდა, ყველამ არ იცის.

 

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დასვა კითხვა, როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ საფლავი გაეხსნა და სჭირდებოდა თუ არა ნებართვა საამისოდ.

 

რაღა თქმა უნდა, უამრავი რჩევა მისცეს, კითხვის დამსმელს – ზოგმა ურჩია, სასამართლოსთვის მიემართა და მხოლოდ განჩინების საფუძველზე გახსნა საფლავი, ზოგმა – უბნის რწმუნებულთან მისვლა საქმის კურსში ჩაყენება საკმარისიაო, ზოგმა – არაფერია საჭირო, ამოთხარე მიცვალებული და გადაასვენეო.

 

ორმა კომენტარმა კი მეც შოკში ჩამაგდო და იმ პოსტზე სხვა დამკომენტარებლებიც.

 

„30 წლის წინ, დედაჩემს მამაჩემი მოენატრა და 1 წლის დამარხული ამოთხარა, მაგრამ ნებართვა არავისგან აუღია, მხოლოდ მესაფლავეები დაიქირავა“ – დააკომენტარა ქალბატონმა.

 

Нет описания.

 

ბუნებრივია, რომ უამრავი კითხვა გაჩნდა. იყო თუ  არა მიცვალებული დაზიანებული, სხვა დროსაც ხომ არ მოენატრა ქალბატონს ქმარი და კიდევ ხომ არ ამოუთხრია.

 

„სხვა დროს სურვილი არ გასჩენია და დედამ თქვა, რომ მიცვალებული დაზიანებული არ იყო და ოდნავ ობი ჰქონდა მოკიდებული“, –  დააკმაყოფილა ცნობისმოყვარეების ინტერესი, ქალბატონმა.

 

„ბაბუაჩემმაც ამოთხარა თავისი ძმა … .მოენატრა“ – წერს კიდევ ერთი მომხმარებელი…

 

 

Нет описания.

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X