
სიდნეიში ქალმა ლატარიაში 50 მილიონი ავსტრალიური დოლარი მოიგო, თუმცა ამის მიუხედავად სამსახურიდან წასვლას არ აპირებს. ინფორმაციას 9News-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, იღბლიანმა ქალმა, რომელსაც თავისი ვინაობის გამხელა არ სურს, ლატარიის ბილეთი ცხოვრებაში პირველად იყიდა და ჯეკპოტი მოიგო.
სოლიდური თანხის მოგების მიუხედავად, ის მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.