01:04 | 2021-06-11 ავტორი: Prime Time

ქალმა, მეორე ქმრის თანხმობით, შვილი 5 წლის წინ გარდაცვლილი პირველი ქმრისგან გააჩინა

ქალმა, მეორე ქმრის თანხმობით, შვილი 5 წლის წინ გარდაცვლილი პირველი ქმრისგან გააჩინა

ამერიკელმა ქალმა კიმბერლი ჰოლმს-ივერსონმა 5 წლის წინ გარდაცვლილი ქმრისგან შვილი გააჩინა. ეს ყველაფერი ინ ვიტრო განაყოფიერების წყალობით მოხდა. ინფორმაციას THE SUN -ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, კიმბერლი და მისი ქამარი რაშიდი ბავშვებზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდნენ, თუმცა მათი სურვილი ვერ შესრულდა. მამაკაცი საგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

 

რაშიდის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში კიმბერლიმ მეგობრებს თხოვნით მიმართა დახმარებოდნენ გაერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა გარდაცვლილი ადამიანისგან ბიომასალის აღება. მათ ექიმს მიმართეს და საბოლოოდ რაშიდის სპერმა გაყინეს.

 

ქმრის სიკვდილიდან 5 წლის შემდეგ კიმბერლი თავის მეგობარ დარიანზე დაქორწინდა.  ქალმა თავის ქმარს მოუყვა, რომ სურვილი ჰქონდა შვილი გარდაცვლილი ქმრისგან გაეჩინა, რომელიც მამობაზე ოცნებობდა. კიმბერლის ამჟამინდელმა ქმარმა მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X