fbpx
15:38 | 2020-11-20 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ქალი, რომელმაც პროფესია შეიცვალა და ახლა ნამდვილ საოცრებებს ქმნის – ნახეთ ფოტოები

ქალი, რომელმაც პროფესია შეიცვალა და ახლა ნამდვილ საოცრებებს ქმნის – ნახეთ ფოტოები

ნაია გვიმ­რა­ძე პროფესიით მასწავლებელია და სკოლაში, დაწყებითი კლასის მასწავლებლად მუშაობდა. დაიბადა და გაიზარდა ყვარელში, შემდეგ კი თილისში გადმოსვლა გადაწყვიტა.

 

როგორც ის „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან უყვარს ქსოვა და სამკაულებსაც კი ქმნიდა, 4 წლის წინ აღმოაჩინა, რომ ძალიან მოსწონდა ქარგვა და ახლა დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ქარ­გავს და უმ­შვე­ნი­ე­რეს ნამუშევრებს ქმნის.

 

მასწავლებლობას სწორედ ამ საქმის გამო დაემშვიდობა და ბოლო ოთხი წე­ლია, ეს საქ­მე მისი შე­მო­სავ­ლის წყა­რო გახ­და.

 

თუმცა, მოსწავლეები ისევ ჰყავს და ახლა ხელსაქმეს ასწავლის.

 

მისი ციცქნა ოთახი სავსეა ლამაზი კომპოზიციებით. ძალიან დიდი სიამოვნებაა მათი თვალიერება. ნაქარგებს ნამდვილი ყვავილებისგან ვერც კი გაარჩევთ. უამრავი ღიღილო, ვარდი, იასამანი თუ კესანები აქვს მოქარგული და კედელზე გამოფენილ თავის ნამუშევრებს შორის ნამდვილი ყვავილების დედოფალივით გამოიყურება.

 

Нет описания.

 

ნაია გვიმრაძე: 

 

„ეს საქ­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემი დილა ქარგვით იწყება და ქარგვით მთავრდება. სა­დაც უნდა წა­ვი­დე – სტუმ­რად თუ და­სას­ვე­ნებ­ლად, თან მიმაქვს საჭირო ნივთები და იქაც კი ვქარ­გავ.

 

თავდაპირველად ეს საქმე ჩემი ჰობი იყო. დრო გამყავდა და დიდ სიამოვნებას ვიღებდი. შემდეგ ერთი ნამუშევარი ჩემს ექიმს ვაჩუქე. ცოტა ხნის შემდეგ მან დამირეკა და მითხრა, ჩემს კოლეგას საჩუქრად უნდა ასეთი ნაქარგი და იქნებ დაუმზადოო. ეს იყო პირველი შეკვეთა, შემდეგ კი ეს საქმე ჩემი შემოსავლის წყაროდ გადაიქცა. ნამუშევრების გაყიდვით ვირჩენ თავს და ვერ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ.

 

ჩემი ნამუშევრების გაჩუქება არ მიყვარს. ძალიან ცოტა ადამიანს ვჩუქნი – ძალიან რომ მიყვარს, იმ ადამიანებს მხოლოდ.  სტუმ­რად მი­სუ­ლი თუ სად­მე ჩემს ნა­მუ­შე­ვარს აღ­მო­ვა­ჩენ, ეს ძალიან მაბედნიერებს.

 

ძირითადად ატ­ლა­სის ლენ­ტე­ბით ვქარ­გავ. იშ­ვი­ა­თად ვი­ყე­ნებ მი­ნის თვლებს.

 

ყვე­ლა­ზე დიდი მო­თხოვ­ნა ია­სა­მან­სა და გვი­რი­ლა­ზეა. ამ ბოლო დროს ბალერინებიც ძალიან მოსწონთ. გა­მორ­ჩე­უ­ლად მა­ინც ია­სა­მა­ნი სარგებლობს პოპულარობით, ბუ­ნებ­რივს ჰგავ­სო. ყა­ყა­ჩოებიც ძალიან მოთხოვნადია.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

 

Нет описания.

 

დეღში ორ კომპოზიციას თავისუფლად ვაკეთებ, მაგრამ. ია­სა­მანს მეტი დრო უნდა. ზოგიერთ კომპოზიციას 15 დღც ვუნდები. გაზაფხულის იზოლაციის პერიოდში 2 თვეში 200-ზე მეტი სურათი მოვქარგე. სულ 3 ათასზე მეტი ნამუშვარი მაქვს შექმნილი, აქედან სულ ალბათ 10-15 ცალი გაჩუქებული, დანარჩენი – ყველა გავყიდე. ამ ოთახში რასაც ხედავთ, ყველა ნამუშევარი გაყიდულია, ერთის გარდა. ზაფხულში ზღვაზე წავედი დასასვენებლად და იქაც კი ვქარგავდი. ვერ წარმომიდგენია დღე, როცა ამ საქმეს არ გავაკეთებ. სწორედ ზღვაზე ყოფნის დროს ერთმა ქალბატონმა მომწერა, – 20 ლარი მაკლია, შენი ნამუშევარი რომ შევიძინო, პენსიას რომ ავიღებ, დავამატებ და აუცილებლად ვიყიდიო. თბილისში რომ დავბრუნდი, საგანგებოდ მისთვის მოვქარგე ერთი სურათი და ვაჩუქე. ძალიან ბედნიერი იყო. მეც მაბედნიერებს ასეთი ამბები. მიყვარს, როცა ვინმეს გავახარებ.

 

Нет описания.

 

ყვე­ლა სუ­რათს თა­ვის ის­ტო­რია აქვს. მაქვს სურათები, რომელზეც მთაში მიმავალი ბე­ბია და შვი­ლიშ­ვი­ლი არიან გამოსახული. მას­ზე მუ­შა­ო­ბი­სას სა­ო­ცა­რი გან­ცდა მქონ­და და მა­შინ ვთქვი, მოვა დრო, მეც გა­ვივ­ლი ამ გზას-მეთ­ქი… ამ სურათს როცა ვუ­ყუ­რებ, სა­დღაც ჩემს თავსაც ვხე­დავ. სხვა­თაშო­რის, ეს ფო­ტო ძალიან მოთხოვნადია და ბევ­რიც მოვ­ქარ­გე უკვე. ბებიები ყიდულობენ, შვილიშვილებისთვის.

 

Нет описания.

 

მეკითხებიან ხოლმე, გამოფენას რატომ არ აწყობო? აუცილებლად გავაკეთებ გამოფენას, მაგრამ საქართველოში არა, ევროპის რომელიმე ქალაში მინდა გავაკეთო. მთავარია, ეს პანდემია დასრულდეს და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

Нет описания.

 

 

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

X