21:50 | 2020-06-03 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ქალი, რომელმაც გამოიარა სიღატაკე, ციხე, ემიგრაცია და ბედნიერებისგან მოკვდა

ქალი, რომელმაც გამოიარა სიღატაკე, ციხე, ემიგრაცია და ბედნიერებისგან მოკვდა

მექსიკაში რემიდიოს ვარო სიურრეალიზმის საკულტო ფიგურაა. იგი ევროპაში ნაკლებად არის ცნობილი. გარდაცვლილ ვაროს გაუჭირდა ცოცხალ დალისთან კონკურენცია.

 

როდესაც მექსიკაში საგამოფენო დარბაზში უამრავი ადამიანი მოგროვდა, მხატვარი ვარო ფიქრობდა, რომ ევროპაში ასე არასოდეს ყოფილა. მექსიკელები გასაკვირი მადლიერებით გამოირჩეოდნენ, ფრანგებთან და ესპანელებთან შედარებით. როდესაც ვარო ესპანეთში დაბრუნდებოდა… თუმცა, მან იცოდა, რომ იგი არასდროს დაბრუნდებოდა სახლში. მექსიკა გახდებოდა მისი სახლი.

 

არავინ იცის, გაუმართლა თუ არა, რომ 1908 წელს დაიბადა, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ მისი ახალგაზრდობა დაემთხვა მდუღარე ოციან წლებს – დრო, რომელმაც მრავალი ქალი გახადა პოპულარული. გოგონებმა  დაიპყრეს ცა, არქტიკული ყინული, მეცნიერება და, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ხელოვნებაც. ისინი გრძნობდნენ, რომ მათ წინაშე მთელი სამყარო გაიხსნა. ფრანკოს მოსვლას ესპანეთში არავინ არ წინასწარმეტყველებდა.

 

 

მომავალი მხატვრის სრული ესპანური სახელი იყო: მარია დე ლოს რემედიოსი ალისია როდრიგო ვარო და ურანგა. რემედიოსი არის სახელის აბრევიატურა.

 

რემედიოსის დედამ მადლობა გადაუხადა ღვთისმშობელს იმის გამო, რომ ქალიშვილის დაბადებამ უფროსი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ განკურნა მისი გული.

 

სენიორ ვარო ჰიდრავლიკის ინჟინერი იყო. ეს ნიშნავდა, რომ მთელი ოჯახი მასთან ერთად გადადიოდა ობიექტიდან ობიექტზე. მან იმოგზაურა არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ ჩრდილოეთ აფრიკაშიც. ბავშვობიდანვე რემედიოსი მამამისს ეხმარებოდა ნახაზებისა და ტექნიკური ნახატების ასლების გაკეთებაში. პირდაპირ ხაზები და პერსპექტიული სურათი მას ძალიან მალე მიეცა, ხელი გამკაცრდა.

 

 

ზოგადად მამა ბევრ დროს უთმობდა ქალიშვილს. სწორედ ის ურჩევდა წიგნებს, რომლებიც უნდა წაეკითხა. როდესაც ის პატარა იყო, სათავგადასავლო რომანებს ურჩევდა, ზოგჯერ საინჟინრო მიმრთულების – ჟიულ ვერნის მსგავსს; მამამისს სურდა, რემედიოსის ცნობისმოყვარეობა გაეღვიძებინა და მასში გამბედაობა აღეძრა. როდესაც ის მოზარდი გახდა, სენორ ვარო უკვე ფილოსოფიურ და მისტიკურ ნაწარმოებებს ურჩევდა.

 

ვინ უნდოდა რემედიოსისგან გაეზარდა? უცნობია, მაგრამ ასი წლის შემდეგ ვხედავთ, რომ, ალბათ, მისი სწავლების მეთოდი ყველაზე საუკეთესო, მისი ქალიშვილი სიურეალისტად რომ ჩამოყალიბებულიყო.

 

 

ვარის ჰყავდა ძმები – როდრიგო და ლუისი. სენიორ ვარომ ისინი აღზარდა იმავე სისტემით, , როგორც უფროს ქალიშვილს ზრდიდა. როდესაც ქვეყანა გაიყო სამოქალაქო ომით, ისინი დარჩნენ რესპუბლიკელთა მხარეს. ისინი დაიღუპნენ 1936 წელს. მანამდე, ვაროს ცხოვრებაში ბევრად მეტი რამ მოხდა.

 

როდესაც გოგონა თექვსმეტი წლის იყო, მისი ოჯახი ოფიციალურად კატალონიიდან მადრიდში გადავიდა. რემედიოსმა დაუყოვნებლად ისარგებლა შანსებით და ჩაირიცხა სამეფო სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში, სადაც დალი და პაბლო პიკასო სწავლობდნენ. მან უკვე იცოდა, რომ იგი მხატვრად დაიბადა. სწავლის დასრულებისთანავე დაქორწინდა  ერთ ახალგაზრდა მხატვარზე, ჟერარდო ლისარაგაზე.

ცოლ-ქმარი ცხოვრობდა პარიზში, თუმცა 1 წლის შემდეგ ჯერარდოს შესთავაზეს სამსახური ბარსელონაში და რემედიოსი კვლავ დაბრუნდა კატალონიაში.

 

პარიზში ცხოვრება ერთადერთი იყო, რამაც წყვილი გააერთიანა. კატალონიაში დაბრუნებიდან მცირე ხნის შემდეგ, ვარომ დატოვა ქმარი. იგი მასთან არასოდეს განქორწინებულა (ესპანეთის კანონები ამის საშუალებას არ აძლევდა) და არც არასდროს დაბრუნებია მას.

 

Диего Ривера и Фрида Кало

 

ვაროს ერთი კარგი თვისება ჰქონდა – მეგობრად დარჩენილიყო თავის მამაკაცებთან. ლისარდოსაც არასდროს ჰქონია პრეტენზია, ვინაიდან, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, საყვარელი ქალის ქმარად მიჩნეულიყო, თუნდაც მხოლოდ ქაღალდზე. რემედიოსის ყოველი მომდევნო საყვარელი მას მხოლოდ თბილი სიტყვებით იხსენებდა.

 

ქალი შეყვარებული იყო მხატვარ ბენჯამინ პერეტზე, ეს მისი მესამე მამაკაცი იყო ქმართან განშორების შემდეგ და მასთან ერთად გაემგზავრა პარიზში სიღარიბის, სიყვარულისა და ციხის საზიარებლად.

 

 

მათი პარიზში ჩასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ორივე დააპატიმრეს პერეტის პოლიტიკური შეხედულებების გამო. შემდეგ კი გაათავისუფლეს, მაგრამ უბედურებები ამით მხოლოდ დაიწყო. გერმანელები პარიზში შევიდნენ. ვარო და პერე სასწრაფოდ უნდა გაქცეულიყვნენ. სად? სამყაროს დასასრულს, იქ, სადაც საშინელი ომი, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებდა ევროპაში, არ დაეწეოდა მათ. ასეთი იყო  მექსიკა.

 

 

სიურრეალიზმი პოპულარული არ ყოფილა მექსიკაში, მაგრამ ვაროს მიაჩნდა, რომ იგი ახლობელ ადამიანებს შორის იყო.

გამომუშავების მიზნით, რემედიოსი ნებისმიერ საქმეს ჰკიდებდ ხელს. მარკ ჩაგალთან ერთად  ბალეტისთვის კოსტუმები შექმნა. ხატავდა რეკლამებს აფთიაქების ქსელისთვის. აფორმებდა ყველაფერს, რის გაფორმებასაც სთხოვდნენ. ხატავდა ყველაფერს, რის დახატვასაც სთხოვდნენ. მთავარი იყო, ომში თავი გადაერჩინა, რათა ევროპაში დაბრუნებულიყო ამ შეშლილი, ფერადი და და ხმაურიანი ქვეყნიდან.

 

ომის შემდეგ პერე ევროპაში გაემგზავრა, მაგრამ ვარო დარჩა და მიხვდა, რომ – სამუდამოდ. საფრანგეთი, ესპანეთი – ეს იყო წარსულის აჩრდილები და არა – მისი ცხოვრება.

 

რემედიოსი ცდილობდა ვენესუელაში ცხოვრებას. მაგრამ ისევ დაუბრუნდა თავის გიჟურ მექსიკას, რათა საბოლოოდ გაეცნო თავისი ცხოვრების სიყვარული. მისი სახელი იყო ვალტერ გრუენი. ის დაიბადა ავსტრიაში და იქ შეხვდა ომს; თითქმის მთელი ომი გაატარა საკონცენტრაციო ბანაკში და სასწაულებრივად გადარჩა. მექსიკაში ეძებდა ახალ ცხოვრებას და ახალ მოგონებებს, მაგრამ მან იპოვა ვარო.

 

არიან ადამიანები, რომლებსაც პირველივე წამებიდან ესმით, რომ გენიოსს შეხვდნენ, რომ  გენიოსი უყვართ და რომ ისინი მზად არიან, მთელი ცხოვრება ემსახურონ გენიოსს. გრუენი იყო ასეთი ადამიანი. რემედიოსი უფრო მეტი იყო მისთვის, ვიდრე – შეყვარებული. ის მისი პირადი ღვთაება იყო. თაყვანს სცემდა მის ნიჭს და მთელი ძალით ცდილობდა,

რომ სამყაროს აღმოეჩინა  ვარო, როგორც მან აღმოაჩინა ის თავისთვის. ვაროს პირველი პერსონალური გამოფენაც მან მოაწყო.

 

 

გამოფენას გამოფენა მოჰყვა, მომხმარებლებმა შეაფასეს ვაროს სტილი და რიგი დადგა მისი  ნახატების შესაძენად. მექსიკა გიჟდებოდა იდუმალ კატალონიელზე.

 

ქალი  ხატავდა და ხატავდა, აღარ უწევდა სიცოცხლის გადარჩენისთვის ფიქრი.  რამოდენიმე წელიწადში გაცილებით მეტი ტილო შექმნა, ვიდრე მთელი ცხოვრების მანძილზე. ის უკვე ემზადებოდა მეხუთე, დიდი გამოფენისთვის,  მაგრამ 55 წლისას გულმა ვერ გაუძლო  და გარდაიცვალა დიდების წლებში. იმ წლებში, როდესაც გარს უსაზღვრო სიყვარული  ეხვია.

 

არ არსებობდა მიზეზი, რომ მომკვდარიყო მისი ძლიერებისა და დიდების მწვერვალზე. შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ იგი ისეთი ბედნიერი იყო, რომ  მას უკვე შეეძლო  მომკვდარიყო.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X