00:12 | 2020-04-20 ავტორი: Prime Time

ქალი, რომელიც სავარაუდოდ ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, ცნობილი მომღერლის დედაა

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ქალი, რომელიც სავარაუდოდ ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, ცნობილი მომღერლის დედაა.

 

შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.

 

მეზობლების გადმოცემით, ქალი კორპუსის მე-8 სართულზე საკუთარ ბინაში იმყოფებოდა, ის მაგიდასთან იჯდა, როდესაც გასროლის ხმა გაისმა და ტყვია მოულოდნელად მის ფანჯარაში შევარდა.

 

შუახნის ქალს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

 

მომხდართან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს. შსს-ში განგვიმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

ამავე თემაზე:

 

თბილისში, შუახნის ქალი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა
2020-04-19თბილისში, შუახნის ქალი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა
ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X