fbpx
20:22 | 2020-10-02 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ქალი, რომელიც დაიღალა ტკივილისგან და საკუთარ თავს საკეისრო კვეთა ჩაუტარა

ქალი, რომელიც დაიღალა ტკივილისგან და საკუთარ თავს საკეისრო კვეთა ჩაუტარა

ქართული ფილმი, „უძინართა მზე“ ყველამ ლამის ზეპირად ვიცით და ის შთამბეჭდავი მომენტიც გვახსოვს, როდესაც მთავარი გმირი თავისი ხელით აპენდიქსის ოპერაციას იკეთებს. ეს მწერლის ფანტაზიაა და დაუჯერებლად მიგვაჩნია, მაგრამ თურმე ინდოეთში ცხოვრობს ქალი, რომლმაც საკუთარ თავს საკეისრო კვეთა ჩაუტარა და ჯანმრთელი ბიჭუნა მუცლიდან თავისი ხელით ამოიყვანა.

 

საკეისრო კვეთა ხდება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ ქალს დამოუკიდებლად მშობიარობა არ შეუძლია. ოპერაცია ტარდება ანესთეზიის ქვეშ. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ რიგითმა მექსიკელმა გლეხმა ქალმა შეძლო ამის გაკეთება თავის თავზე.

ძნელი წარმოსადგენია, რას გადაიტანდა მშობიარე.

 

ინესი 1960 წელს, მექსიკაში დაიბადა. მის შესახებ არაფერია ცნობილი – აქვს თუ არა განათლება, როგორ გაიზარდა, როგორ გაატარა ბავშვობა. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ინესი მექსიკელი ინდიელების ენაზე ლაპარაკობდა.

 

ორმოც წლამდე ინესს უკვე ჰქონდა ცხრა ორსულობა და ჰყავდა შვიდი შვილი. ბოლო, მერვე შვილი მშობიარობის დროს დაკარგა. უახლოესი სამედიცინო პუნქტი მისი სოფელთან 80 კილომეტრში მდებარეობდ. წინა მშობიარობებში ქმარი ეხმარებოდა.

 

ინესს მშობიარობა მოულოდნელად დაეწყო. მისი მეუღლე მეზობელ სოფელში იყო და ქალს თავად მოუწია პრობლემასთან გამკლავება. ინესი მიხვდა, რომ რაღაც არასწორად მიდიოდა და თუ ასე გაგრძელდებოდა, გონებას დაკარგავდა და ჯერ კიდევ არ დაბადებულ ბავშვთან ერთად მოკვდებოდა.

 

 

ქალმა გადაწყვიტა მუცლის გაჭრა და ბავშვის ამოყვანა. მას არასდროს უნახავს, ​​როგორ კეთდებოდა ეს. უბრალოდ, გაგონილი ჰქონდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ანესთეზიის ნაცვლად, ინესმა სამი ჭიქა ძლიერი სასმელი დალია. ამის შემდეგ აიღო 15-სანტიმეტრიანი სამზარეულო დანა და გააკეთა 17-სანტიმეტრიანი ვერტიკალური ჭრილი. ეს მხოლოდ მესამე მცდელობისას გამოუვიდა.

 

ინესმა ჭრილობიდან ბავშვი ხელით ამოიყვანა და ძალა მხოლოდ ჭიპლარის გადაჭრისთვის ეყო, რის შემდეგაც, ტკივილისა და სისხლის დაკარგვის გამო გონი დაკარგა.

 

როდესაც ინესი გონს მოვიდა, 6 წლის ვაჟი გაგზავნა მშველელის სახმობად. მან ექიმი მოიყვანა, რომელიც ცხოველებს მკურნალობდა. ექიმმა მუცელი ჩვეულებრივი საკერავი ძაფით შეკერა და პაციენტი აიძულა, პროფესიონალ ექიმებს დაკავშირებოდა.

 

 

ექიმები შეძრწუნდნენ: იმის გამო, რომ ინესი ცოცხალი იყო და იმის გამოც, რომ პატარა ორლანდო გადარჩა. თვითნებული საკეისრო კვეთის შემდეგ 16 საათი იყო გასული, როდესაც ექიმები მასთან მივდინენ. აღმოჩნდა, რომ ინესს ნაწლავები დაუზიანდა და ექიმებმა „მშობიარე ქირურგის“ მიერ დაშვებული შეცდომები გამოასწორეს. 10 დღის შემდეგ, ინესი ბავშვთან ერთად უკვე სახლში იყო.

 

 

მოგვიანებით მან აღიარა, რომ ის უბრალოდ დაიღალა ტკივილისგან და აღარ შეეძლო ამის ატანა: – ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებდი. გადავწყვიტე, რომ თუ ჩემი შვილი გარდაიცვლებოდა, მეც მასთან ერთად მოვკვდებოდი და თუ მას ეწერა გადარჩენა, მაშინ მინდოდა მენახა, როგორ გაიზრდებოდა და მსურდა, მასთან ახლოს ვყოფილიყავი. ვფიქრობ, ღმერთმა ორივეს სიცოცხლე გადაარჩინაო, თქვა მან.

 

 

ეს შემთხვევა უნიკალურად მიიჩნევა: სამედიცინო სამყაროს მსგავსი რამ არ სმენია, არც მანამდე და არც მას შემდეგ.

 

ინესმა ინტუიციურად სწორად აირჩია ჭრილობის ადგილი და თითქმის არ შეეხო სასიცოცხლო ორგანოებს.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X