fbpx
01:04 | 2021-01-28 ავტორი: Prime Time

ქალი მოხუცთა თავშესაფარში საკუთარი დაკრძალვიდან მეათე დღეს დაბრუნდა – რეალური ისტორია

ქალი მოხუცთა თავშესაფარში საკუთარი დაკრძალვიდან მეათე დღეს დაბრუნდა – რეალური ისტორია

ეს ამბავი ესპანეთში ცოტა ხნის წინ მოხდა. ქალი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, საკუთარი დაკრძალვიდან 10 დღის შემდეგ მოხუცთა თავშესაფარში ისევ დაბრუნდა. ამის შესახებ გამოცემა Euro Weekly წერს.

 

ქალაქ ორენის საავადმყოფოში მოხუცთა თავშესაფრიდან ორი ქალბატონი – როგელია ბლანკო და კონსეპსიონ არიასი ერთი და იგივე დღეს მიიყვანეს. მათ კორონავირუსი დაუდგინდათ. ერთი მათგანი 13 იანვარს გარდაიცვალა. ბლანკოს ნათესავებს მისი გარდაცვალების შესახებ აცნობეს. დაკრძალვა მომდევნო დღისთვის დაორგანიზდა.

 

შემზღუდავი წესების გამო, ოჯახს მასთან სრულფასოვნად გამომშვიდობების უფლება არ მიეცა.

 

ათი დღის შემდეგ, „გარდაცვლილი“ თავშესაფარში დაბრუნდა, სადაც მისი მეუღლეც ცხოვრობს.

 

გაირკვა, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა არიასი, რომელთან ერთადაც ბლანკო საერთო პალატაში იმყოფებოდა. სამედიცინო დაწესებულებაში მათი სახელები შეეშალათ.

 

მოხუცთა თავშესაფარში პირობა დადეს, რომ აუცილებლად მიიღებენ ზომებს, რათა მსგავსი შემთხვევა აღარასდროს გამეორდეს.

ავტორი: Prime Time
X