fbpx
16:32 | 2020-12-04 ავტორი: Prime Time

ქალაქ მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ქალაქ მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ქალაქ მარნეულში ე. წ ელევატორის დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტით 2 189 გრძივი მეტრის მოცულობის გზის მშენებლობა იგეგმება.

 

გზის კეთილმოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 995 156 ლარს შეადგენს.

 

აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

 

აღსანიშნავია, რომ ახალი გზის მშენებლობა, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილ ახალ დასახლებაში მიმდინარებს, სადაც გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, სოფლის ტიპის დასახლება გაშენდა. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ.

 

 

 

R

ავტორი: Prime Time


X