fbpx
15:46 | 2021-01-22 ავტორი: Prime Time

ქალაქ ფოთში შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთების დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა

ქალაქ ფოთში შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთების დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა

მიუხედავად გლობალური პანდემიისა, აქტიურად მიმდინარეობს, ქალაქ ფოთში შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ნავმისადგომებთან, საწარმოებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა.

 

შპს “კოკს კონსალტი“-ს საქართველოს ფილიალის მიერ 2021 წლის 15 მაისამდე უნდა მომზადდეს, ქალაქ ფოთში შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ნავმისადგომებთან, საწარმოებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი შემოვლითი-სატრანზიტო გზის სამი სავარაუდო ვარიანტი, ტვირთბრუნვის 20 წლიანი განვითარების პროგნოზით.

 

ამჟამად, ქალაქ ფოთში არსებული ნავსადგურების ტვირთბრუნვა რვა მილიონ ტონას შეადგენს. ამასთანავე მიმდინარეობს ორი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა.

 

კომპანია Pace Group- მიერ მიმდინარეობს 650 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 123 მილიონი დოლარია, მათ შორის 50 მილიონი დოლარი ფინანსდება აშშ-ს მთავრობის კერძო ინვესტიციების კოორპორაციის (OPIC) მიერ. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 

ამასთანავე, კომპანია APM Terminals Poti-ის მიერ მიმდინარეობს ახალი ღრმაწყლოვანი ნავმისადგომების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე (გზშ) მუშაობა. პროექტი მოიცავს 700 მეტრი ნავმისადგომის და 1700 მეტრი დამცავი მოლოს მშენებლობას.სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2021 წლის აგვისტოში.პროექტის ღირებულება 375 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების ვადა სამი წელია.

 

აღნიშნული პროექტების შედეგად,ქალაქ ფოთში ნავმისადგომების ტვირთბრუნვა გაიზრდება 7 მილიონი ტონით,შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი, განვითარდება სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა.

 

 

 

 

(R)

ავტორი: Prime Time
X