
არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე რამდენჯერმეა ბოლო პერიოდში გაფრთხილებული თავის გაურკვეველი შინაარსის და ქრისტიანობას აცდენილი ქადაგებების გამო! ამჟამად აკრძალული აქვს ქადაგება!, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესმდივანი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს.
„მასზე შემოსულია მორიგი საჩივარი, რომლის გამოც დაიბარეს კომისიაზე და არ გამოცხადდა ბუნდოვანი მიზეზების მოშველიებით, უახლოეს დღეებში დაიბარებენ ხელახლა და თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს საეკლესიო სასჯელს. ქადაგება აუკრძალეს, ეს კი დამჯდარა ახლა აქ და ქვეყნის გადარჩენის მორიგ გეგმას გვაცნობს!“, – აცხადებს ჯაღმაიძე.