13:35 | 2021-07-28 ავტორი: რუსა ღვანიძე

„პრორუსი არ ვარ!… „ბოტობას“ მაბრალებდნენ“ – ვინ არის ბლოგერი, რომელიც საზოგადოებას „ბოტი“ ეგონა

„პრორუსი არ ვარ!… „ბოტობას“ მაბრალებდნენ“ – ვინ არის ბლოგერი, რომელიც საზოგადოებას „ბოტი“ ეგონა

„რა მაინტერესებს, იცით? აი ფაშისტები ვინ ჯანდაბის გზას მიჰყვებით, ვისზე აპელირებთ, როცა ლიბერალიზმის დემონიზებას ახდენთ და ამბობთ, რომ ლიბერალიზმი ჩვენი წინაპრების ტრადიციებს არ შეესაბამება? ჩემი წინაპრების ხსოვნას რომ ვუფრთხილდები და ჩემი ქვეყანა რომ მიყვარს, სწორედ ამიტომ ვარ ლიბერალი“ – დავით ჩუთლაშვილი.

 

ბლოგერ, მწერალი და იურისტი დავით ჩუთლაშვილი, ბოლო ერთი წელია, სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს. მის კომენტარებს თითქმის ყველა ნიუსზე ნახავთ.

 

პირველი რომანი – „ჭენება”, 2006 წელს გამოსცა. 2008 დააარსა ვებპორტალი – www.davidchutlashvili.com, რომელზეც პერიოდულად ათავსებს თავის გერმანულენოვან ნაწარმოებებს, რომლებშიაც ისევე, როგორც თავის თითქმის ყველა სხვა ნაწარმოებში, აკრიტიკებს საზოგადოებას, სოციალურ კლიშეებს, წერს ქალთა ემანსიპაციის სიძნელეებსა და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე.

 

2010 წელს მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკ „ალიანსი საქართველოსათვის” მაჟორიტარ კანდიდატად ყვარლის რაიონის ახალსოფლის თემში. ამავე წელს გამოიცა მისი ახალი რომანი „ცხრაკლიტული.”

 

იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს, საზოგადოების დიდ ნაწილს, დიდი  ხნის განმავლლობაში „ბოტი” ეგონა .„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ბლოგერი აცხადებს, რომ ჩვეულებრივი, ტრადიციული ორიენტაციის ადამიანია… დროშა სამფეროვანი იქნება, თუ შვიდფეროვანი, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს:

 

მწერალი ვარ, უამრავი წიგნი გამოვეცი, დრამატურგიაშიც მაქვს სამუშაოები შესრულებული, დიდი ხანია ვმოღვაწეობ. ათასობით წიგნი მაქვს გაყიდული. რომ შევტყვე ადამიანებს, რომ ჩემ წიგნებს არ კითხულობდნენ და ტელევიზიებიც არ მიწვევდნენ, გადავწყვიტე ჩემი ძალებით, ინტერნეტში მეაქტრიურა.

 

რა თემაზე წერთ?

 

პირველი წიგნი 21 წლის ასაკში დავწერე, სიყვარულის თემაზე იყო. არ გაიყიდა რატომღაც, უფრო საბავშვო წიგნი გაიყიდა. მეორე წიგნი 2010 წელს გამოვეცი, უკვე წერის ტექნიკაც კარგად მქონდა გამომუშავებული. წელს კიდევ ერთი წიგნი უნდა გამოვცე, მოთხრობების კრებული.

 

ჯერჯერობით გამომწერების შეგროვებით ვარ დაკავებული, უკვე 38 000 -მდე გამომწერი მყავს. ვცდილობ, ჩემი პოპულარობა, უფრო მეტად გავზარდო. ბევრს არ მოსწონს ჩემი პოსტები.

 

რა არის ამის მიზეზი?

 

ალბათ ის ფაქტი, რომ არც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ვარ და არც ოცნების. მაბრალებენ ზოგი ნაცების მომხრედ მომიხსენიებს, ზოგი ნაცების, არადა არც ერთის მხარდამჭერი არ ვარ. ჩემი შეხედულებები მაქვს, მინდა, რომ საქართველო იყოს განვითარებული. პროდასავლური ქვეყანა.

 

როგორ მოახერხეთ, ამ რაოდენობის გამომწერების მოზიდვა?

 

არ ვიცი, ეტყობა საინტერესოდ ვწერ, ისეთს არაფერ ვწერ, მრავალი წელია ვმუშაობ მწერალი, იურისტი, ბლოგერი ვარ, დიდი აუდიტორია მყავს. ყველაზე მეტად მიკვირს, რომ არავინ ინტერესდება ჩემი პიროვნებით, არც ერთი ტელევიზია არ მიწვევს. პრორუსი და ფაშისტი მე არ ვარ, რა მიზეზია ვერ ვხვდები.

 

და, რას გაბრალებენ?

 

ძირითადად, არ სჯეროდათ, რომ რეალური პიროვნება ვიყავი. „ბოტობას““ მაბრალებდნენ. საოცარი ის არის, რომ ბლოგები მქონდა ჩაწერილი, რომელსაც 25 – 30000 -მდე ნახვა ჰქონდა.

 

ეს ადამინები, ხომ საქართველოში ცხოვრობენ? შეიძლება ამდენი ადამიანიდან, ერთს მაინც ეთქვა, რომ ეს ადამიანი, ბოტი არ არის. რამდენიმე გადაცემაშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული.

 

რა გადაცემა იყო?

 

პირველი არხის რადიოში მივიღე მონაწილეობა, თსუ-ს ტელევიზიამ მიმიწვია, დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით. არის პერიოდები, რომ მიწვევენ, მაგრამ აქტიურად არა. ეს ხომ საოცრებაა, გაოცებული ვარ, რომ ასეთი რამე ხდება. საქართველოში რომ 38 000 გამომწერი გყავს, ეს ცოტაა?

 

„არ მინდა ჩემი გვარის დასახელება“ - რატომ მალავს გვარს და სინამდვილეში რატომ ჩაწერა სკანდალური ვიდეო ნათია ქოლუსმა
2021-07-12„არ მინდა ჩემი გვარის დასახელება“ - რატომ მალავს გვარს და სინამდვილეში რატომ ჩაწერა სკანდალური ვიდეო ნათია ქოლუსმა

 

რატომ არ მიწვევენ ტელევიზიები, წარმოდგენა არ მაქვს.

 

რამდენიმე ხნის წინ ნათია ქოლუსი, „ალტ-ინფო“და ვარლამ გოლეთიანი მოიხსენიეთ და რუსეთის აგენტები უწოდეთ…

 

ამ პოსტს ცუდი არაფერი გამოუწვევია. მე ეს ადამიანები, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილებად მიაჩნია. ეს არის ჩემი სუბიექტური შეხედულება და ამაში დარწმუნებული ვარ. „მითების დეტექტორმა“, რომელიც ყალბ ინფორმაიებს ამოწმებს, გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერს, რომ ქოლუსი, იყო ადმინი ერთ-ერთი ჯგუფის, სახელწოდებით “Cancel Cancel Mafia საქართველო”, რომელიც ამჟამად აღარ ფუნქციონირებს, თუმცა მისი არსებობა რამდენიმე ფაქტორის გამო აღმოჩნდა საინტერესო:

 

ჯგუფი, მიზანმიმართულად ფეისბუკ პოსტების დარეპორტებისთვის იყო შექმნილი და მისი ადმინისტრატორები ნათია ქოლუსი და თორნიკე სამანიშვილი იყვნენ.

 

სამნიაშვილის ფეისბუკიდან ჩანს, რომ ის ლევან ვასაძის რადიკალური მედია პლატფორმის „ალტ-ინფოს” მხარდამჭერია, ხშირად აზიარებს მათ ვიდეობს და ტაბულას ერთ-ერთი პოსტის კომენტარში თავს „ალტ-ინფოსთან” აიდენტიფიცირებს.

 

მიმაჩნია, რომ რუსეთი დაინტერესებულია, რომ ჰესები არ აშენდეს საქართველოში და ამ საკითხშუ დიდ თანხებს იხდის, ასევე ადამიანთა უფლებები და უმცირესობების დარღვევებით.

 

ამ საკითხზე მუშაობენ. ცდილობენ, ბევრი ფული არ აჩვენონ ტელევიზიებს, და ხალხს აჩვენებენ, ვითომ ფული არ აქვთ. ნათია ქოლუსი თითქოს დამოუკიდებლად მუშაობს და ფული არ აქვს.

 

ჩემი ღრმა რწმენით, შეიმუშავეს ტაქტიკა, რომ ვითომ ხალხის, უმრავლესობის წევრები არიან და როგორ სხვებს, მათაც ასევე უჭირთ. არადა, მილიონობით დაფინანსებები აქვთ.

 

კომენტარებში გწერენ, რომ პუტინის აგენტი და „თბილისი პრაიდის“ დამცველი ხართ…

 

გასაგებია, მაგრამ მითხარით ეს რაში გამოიხატება, ან რუსეთს უნდა ვუჭერდე მხარს, ან ნაცებს. მე საქართველოს პატრიოტი ვარ, ძალიამ მიყვარს საქართველო და ქართული კულტურა, მაგრამ გავარკვიე, რომ „პრაიდის“ წარმომადგენლები, როგორ „ალტ-ინფოს“ წევრები „ხატავდნენ“, არ აპირებდნენ შიშველი სხეულით გამოსვლას და სექსით დაკავებას.

 

მსგავსი არაფერი იგეგმებოდა. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი, კლასიკურად ჩამული ადამიანების გამოსვლა, რომელიც გააპროტესტებდა, რომ საქართველოში არის ჰომოფობიური გარემო. არავითარი გარყვნილება და რაიმე მსგავსი, არ იგეგმებოდა.

 

მე ვთქვი, რომ თუ მსგავსი არაფერი იგეგმებოდა, გაიარონ, რა პრობლემაა, თავისი შეხედულებები აქვთ ადამიანებს და გააპროტესტონ-მეთქი! ვერ ვხვდები, რა არის ამაში, ტრადიციების საწინააღმდეგო, ან რით უქმნის საფრთხეს საქართველოს, გაუგებარია ჩემთვის მსგავსი რაღაც.

 

ეს გახდა საზოგადოების მხრიდან, თქვენ მიმართ პროტესტის მიზეზი?

 

შესაძლებელია! მაგრამ როგორც „გაფუჭებული“ ტელეფონი, ისეა ჩვენი საქმე. ამ ხალხს ჰგონია, რომ გარყვნილებით დაკავდებიან ქუჩაში. რა თქმა უნდა, ასე რომ იყოს, ამის დამცველი, როგორ შეიძლება ვიყო.

 

თუ სექსით არ დაკავდებოდნენ და შიშვლები არ გაივლიდნენ, მათ გამოსვლას მიესალმებოდით?

 

რა თქმა უნდა! ვფიქრობ, რომ ამაში, მიუღებელი არაფერია. თუ ადამიანი, სინამდვილეში ცუდს არაფერს აკეთებს, ამორალურ საქციელს არ ჩადის და შიშველი არ დარბის ქუჩაში, რატომაც არ არის მისაღები?

 

ჩვეულებრივი ჩაცმული ადამიანი გადის და აპროტესტებს მაგალითად იმ ფატს, რომ გეები იღუპებიან, ხოცავენ ჰომოფობიური მოტივით, რატომ არ უნდა ჰქონდეთ ამის გაპროტესტების შესაძლებლობა ადამიანთა ჯგუფს. ვერ ვხვდები, რა არის ამაში პრობლემა?

 

ყველა ადამიანს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება აქვს, ხაზს ვუსვამ, რომ არ ვარ ამ ჯგუფის წარმომადგენელი. ჩვეულებრივი, ტრადიციული ორიენტაციის ადამიანი ვარ, რაში მდგომარეობს, პრობლემა, ვერ ვხვდები. არ მაქვს ის დამოკიდებულება, რომ ეს ყველამ უნდა აიტაცოს და მათ გვერდით დადგეს, მაგრამ დროშა სამფეროვანი იქნება, თუ შვიდფეროვანი, რა მნიშვნელობა აქვს.

 

ეს არის პროპაგანდა, გამოდიან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და ცეცხლზე ნავთს ასხამენ, ამახინებენ იფორმაციებს. ნათია ქოლუსიც ყოველ ნაბიჯზე, დეზინფორმაციებს ავცრელებს, ხალხი ამით იწამლება და ბევრს ჰგონია, რომ ეს აპოკალიფსია. ეს არ არის მართალი, ამის გაკეთებას, არავინ აპირებს.

 

ეს ინფორმაცია საიდან იცოდით?

 

მე ვესაუბრე „თბილისი პრაიდის“ დირექტორ გიორგი თაბაგარს, რომელმა მითხრა, რომ არანაირი მსგავსი არ იგემებოდა და რომ ეს ყველაფერი, დეზინფორმაია იყო. როგორ ვხედავ ეს ყველაფერი, მართლა არ იყო მართალი.

 

კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ ტრადიიული ორიენტაიის ადამიანი ვარ და გარყვნილებას არ მივესალმები. მთელი ცხოვრება ვამტკიებ სიმართლეს და არ მაქცევენ ყურადღებას.

 

მოგვიყევით, თქვენ პირად ცხოვრებაზე…

38 წლის ვარ, დაოჯახებული არ ვარ, მაგრამ ახლო მომავალში დაქორწინებას ვგეგმავ. გეტყვით, რომ 31 წლის ქალბატონია, მაგრამ ჯერჯერობით, არ მსურს ვინაობის დასახელება, მაგრამ მალე აუილებლად გაგანდობთ.

 

ყვარლის რ-ნის სოფელ ახალსოფლიდან ვარ, სკოლა კახეთში დავამთავრე. დიდიხანს ვცხოვრობდი მოსკოვში, შედეგ ბალტიისპირეთში, ახლაც ხშირად დავდივარ. პროფესიით იურისტი ვარ, ივ. ჯავახიშვილის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი.

 

როგორც იურისტს, არასდროს მიმუშავია. წერა დავიწყე და შემოსავალიც კარგი მქონდა, ამიტომ ამის საჭიროება, აღარ მქონდა. ძალიამ მომწონდა და მეხალისებოდა წერა, რეკლამებიც ბევრი შემომდიოდა, ასე ვიცხოვრე წლების მანძილზე.

 

ჩემი წიგნებით და ბლოგით ვცხოვრობ, ჩემი შემოსავალი მაქვს და აღარ გამჩენია სურვილი, იურისტის პროფესია გამომეყენებინა. თავისუფალი პროფესია მაქვს, როცა მინდა დავწერ, მინდა დავისვენებ, მომწონს ჩემი პროფესია, როგორც ბლოგერი და მწერალი.

 

რას გეგმავთ მომავალში?

 

ახლო მომვალში ვაპირებ, „ღვინის ბლოგის“ გაკეთებას, რაც გაურკვეველი მიზეზებით, შეჩერებული იყო. ძალიამ მაღალი რეიტინგი ჰქონდა ამ ბლოგს და მინდა, რომ გავაგრძელო. ვწერდი ქართულ, ტრადიიულ ღვინოზე, სამ ენოვანი ბლოგი იყო.

 

უცხო ენებსაც ფლობთ?

 

სამი ენა ვიცი – სრულყოფილად ვფლობ გერმანულ და რუსულს, საშუალო დონეზე – ინგლისურს. „ღვინის ბლოგი“ – სამ ენოვანი იყო და როგორც საქართველოს, ასევე უხოეთის ქვეყნებზეც იყო გათვლილი. ძირითადად ქართულ, ხალხურ ტრადიციული ღვინის პოპულარიზაციაზე ვმუშაობდით.

 

ძალიან მიყვარს ქართული ღვინის, სუფრის ტრადიციები. ვგიჟდები ქართულ სამზარეულოზე, ძველებურ ჩუქურთმებზე.

 

ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბლოგი – ქართული პოლიტიკა და ტრადიციული ქართული ღვინო…

 

პოლიტიკაზე, უბრალოდ, ჩემ აზრს ვაფიქსირებ. საქართველოში შეიძლება ხვალ ან ზეგ, საფრთხე დაემუქროს თავისუფლებას, მოვიდეს რაღაც ძალა, რომელიც ამ ყველაფერს გადაკეტავს და გეტყვის, როგორ უნდა იმუშაო, შენ უფლებებს წაგართმევს.

 

მთავარი პრობლემა ის, არის, რომ თავისუფლება, არ უნდა იყოს შეზღუდული. მაქსიმალურად უნდა იყოს, თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება.

 

დაბნეულია საზოგადოება…

 

საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ჩვენ გვჭირდება პროდასავლური კურსი, რადგან დასავლეთი გვეხმარება, ყოველწლიურად, ასობით მილიონ დოლარს გვირიცხავს. ევროკავშირი დიდ თანხებს გვირიხავს, მათ გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა.

 

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩვენ კოლონია ვართ, რაც მცდარი აზრია. ეს ხალხი პირიქით გვეხმარება, უნდათ, რომ თავისუფალი სივრცე ვიყოთ. ჩვენი ინტერესები, თანხვედრია.

 

დასავლეთისკენ ვიხრებით, მათ გარეშე უმძიემეს მდგომარეობაში ჩავვარდებით. პირადაპირ რუსეთის პირისპირ აღმოვჩნდებით და პრაქტიკულად, გადარჩენის შასი აღარ გექნება.

 

ბევრი აფიქსირებს თავის აზრს, ამბობს, რომ რუსეთი ურჩევნია, რადგან მართლმადიდებელი ქვეყანაა…

 

ესეც პროპაგანდაა. ევროკავშირში რამდენი მართლმადიდებელი ქვეყანაა? – რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, კვიპროსი. ამ ქვეყნებში, ასობით მილიონი ადამიანი, მართლმადიდებელია. რუსეთში რაც დღეს ხდება, ამას არ ჰქვია მართლმადიდებლობა.

 

ეს არის, რუსულ პოლიტაკათან შერწყმული, რაღაც სექტა. ეს არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა, არ არის მოყვასის სიყვარული, მიტევება, ტოლერანტობა.

 

რუსეთსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ…

 

გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ უფრო დიდი ხნის ისტორია გვაქვს. საქართველო 1700 წელია გაქრისტიანდა (საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად დამოცხადება 326 წლით თარიღდება). ჩვენ საუკუნეებით ვუსწრებთ რუსეთს.

 

როცა ადამიანი, ქრისტეს სახელით ძალადობას ქადაგებს, ეს სახარებას ეწინააღმდეგება. შენ ადამიანს, უფლება გაქვს აუხსნა, რომ ეს ყველაფერი ცოდვაა, მაგრამ ძალადობის და ჩაქოლვის უფლება არ გაქვს.

 

მართლმადიდებელი მაზიარებელი ხართ?

 

ძალიან თავმდაბალი, ხშირად ვამბობ-ხოლმე, რომ ყველაზე უღირსი ადამიანი ვარ. არ მიყვარს აფიშირება, რომ რელიგიური მრწამსით ქულები დავიწერო.მიყვარს ჩემი სარწმუნოება, ეს რა სალაპარაკოა, ფაქტია, რომ დადებითი დამოკიდებულაბა მაქვს. საქართველოს ეკლასიას სერიოზული პრობლემები აქვა.

 

ეს თქვენ სარწმუნოებასთან არაფერ შუაშია…

 

ჩემი აზრით, ქართული ეკლესია, ქრისტეს გზით უნდა მიდიოდეს, რაც ამ ეტაპზე, არ ხდება. ადამიანები, საერო ცხოვრებაში ერევიან. ეს არ არის ის ქრისტიანობა, რომელსა მე ვისურვებდი. სახარებაში სულ სხვა რამე წერია, რამდენჯერმე მაქვს წაკითხული და ადამიანებზე ძალადობაზე, არსად წერია.

 

რატომ არ გამოაქვეყნა საპატრიარქომ განცხადება, რომ თუ ეს ადამიანები „გარყვნილების პრაიდის“ მოწყობას არ აპირებდნენ და ეს ჩვეულებრივი, ძალადობის წინააღმდეგ ჩატარებული აქცია იქნებოდა, რატომ არ მოუწოდა მრევლს თავის შეკავებისკენ.

 

არასდროს საუბრობს ილია მეორე და არც იერარქიის სხვა წევრები, რომ ძალადობა დაგმონ. ნაცვლად იმისა, რომ ქართული საზოგადოება არ გახლიჩონ, პირიქით შუღლს აღვივებენ. ილია ჭავჭავაძე ამბობდა, შეიძლება ათეისტი იყოს ადამიანი, მაგრამ კარგი ადამიანიო – იცავს ამ ადამიანებს!

 

ეს არის ჩემთვის ქართველობა – ილია, აკაკი, ვაჟა, შოთა – არც ერთს უთვამს, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანზე იძალადეო. საიდან გამოიგონეს ქართველობის ეს ახალი მოდელი, რომ თუ ადამიანი არ მოგწონს, უნდა ჩაქოლო, მოკლა. ეს ხომ შეუძლებელია. ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ და სწორედ, ამის გამო მლანძღავენ.

 

რას ვამბობ ისეთს? არ შეიძლება ძალადობა, ერთმანეთის მიმართ ურთიერთდაპირისპირება! ყველა ბლოგში ამაზე ვლაპარაკობ. 39 ათასი გამომწერი მყავს და მე ვიჯდე, მაშინ, როცა ქვეყანა იღუპება?

 

ვდილობ, ადამიანები სწორ გზაზე დავაყენო. ჩვენ რომ ნორვეგიის მსგავს ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, მარტო „ღვინის ბლოგზე“ ვიმუშავებდი, რომელიც ძალიან მაინტერესებს, ბოლობოლო კახელი კაცი ვარ. დავწერდი წიგნებს, ნახევრად იუმორისტულს, გავყიდიდი და ჩემთვის წყნარად ვიცხოვრებდი.

 

ახლა ამის საშუალება, უბრალოდ არ არის. ყოველდღე ადამიანებზე ძალადობენ, ზოგჯერ, უმიზეზოდ ხოცავენ. როგორ შეიძლება, ასე ცხოვრება ცივილიზებული ქვეყანა ვართ.
ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ადამიანები ნუ აიტაცებენ ახალ სახეებს, მესიებს, გააანალიზონ ეს ყველაფერი.

 

მეც კი ეჭვის თვალით შემომხედონ, არანაირი პრობლემა არ არის! იქნებ, მართლა არის ეს ხალხი, რუსული ინტერესების გამტარებელი.

 

როგორ მიხვდეს საზოგადოება, ვინ ვინ არის?

 

წაიკითხოს სახარება და გააანალიზოს, რომ ქრისტიანობა არის სიყვარული, ურთიერთმიტევება და არა ძალადობა. ნუ ვიძალადებთ ერთმანეთზე. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ თვითონ ფლობენ ჭეშმარიტებას.

 

ნუ ჰგონიათ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც დასავლეთი – ევროპა და ამერიკა გვინდა, სატანის მოციქულები ვართ. ჩვეულებრივი ტრადიიული ადამიანები ვართ და გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს.

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე


X