fbpx
20:07 | 2020-07-09 ავტორი: Prime Time

პროკურორი: გალ ჰარიშისთვის ბრალის წარდგენა, 2008 წელს კეზერაშვილის მიერ გაფლანგულ 5 060 000 ევრო უკავშირდება

პროკურორი: გალ ჰარიშისთვის ბრალის წარდგენა, 2008 წელს კეზერაშვილის მიერ გაფლანგულ 5 060 000 ევრო უკავშირდება

გალ ჰარიშისთვის ბრალის წარდგენა 2008 წელს კეზერაშვილის მიერ გაფლანგულ 5 060 000 ევრო უკავშირდება, – ამის შესახებ პროკურორის, მიხეილ სადრაძის კომენტარს Imedinews-ი ავრცელებს.

 

მისი ინფორმაციით, 2008 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 5 060 000 ევროს გაფლანგვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯერ კიდევ 2013 წელს გამოავლინა.

 

გიგი უგულავა: „რეციდივისტი“ პოლიტიკოსის გზა „სალომეს ლოცვამდე“
2020-05-26გიგი უგულავა: „რეციდივისტი“ პოლიტიკოსის გზა „სალომეს ლოცვამდე“

 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წელს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანიათა ჯგუფს „Defensive shield Group”-ს და „Girwood business corp”-ს შორის, რომელთა დამფუძნებელს სხვა პირებთან ერთად გალ ჰირში წარმოადგენდა, გაფორმდა ხელშეკრულება წვრთნების სახით მომსახურების მიწოდებაზე.

 

ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომპანიებს 5 060 000 ევრო გადაურიცხა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება საქართველოს სამხედრო ძალებისთვის არ გაუწევია.

 

ზემოაღნიშნულიდან ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს – დავით კეზერაშვილს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს – ალექსანდრე ნინუას, წარედგინათ ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე.

 

დაგაინტერესებთ: გამოძიება ისრაელში, რომლის კვალი საქართველოსთან მოდის – საქმეში დავით კეზერაშვილი ფიგურირებს

 

ბრალდებულთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომლის განხილვა, ამ ეტაპზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X