fbpx
20:26 | 2020-12-02 ავტორი: Prime Time

პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები მომავალ წლამდე გადაიდო

პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები მომავალ წლამდე გადაიდო

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით,პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა გადაიდო და 2021 წლის თებერვლის მეორე ნახევარში ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირებული პირები გამოცდის ჩატარების კონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოგვიანებით მიიღებენ.

 

პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზანია მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში პროკურატურაში სამუშაოდ მისაღებად. სრულ ინფორმაციას  პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების წესის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე  – http://pog.gov.ge/news/informacia-prokuraturis-sakvalifikacio-gamocdis-shesaxeb

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X