fbpx
16:41 | 2020-11-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პროკურატურაში საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სხდომა ჩატარდა

პროკურატურაში საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სხდომა ჩატარდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების ახალი სისტემის განხილვის მიზნით, გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სხდომა ჩატარდა.

 

სხდომას, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ხელმძღვანელობდა, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, გენერალური ინსპექციის, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

საბჭოს სხდომაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შეფასების სისტემის მნიშვნელობაზე, მისი განახლების საჭიროებაზე და ახალი შეფასების სისტემით გათვალისწინებულ ძირითად სიახლეებზე ისაუბრა. ასევე, ირაკლი შოთაძემ ხაზი გაუსვა თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერებას და რანგირების სისტემის ამოქმედების მნიშვნელობას.

 

საბჭოს წევრებს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლონდა ბიჭიკაშვილმა შეფასების ახალი სისტემა დეტალურად გააცნო და  შეფასების სისტემის განახლების მიზეზების და შეფასების სისტემით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

 

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის სისტემისთვის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების სისტემის შემოღება, რომელიც 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და რომლის მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა კარიერის სწორად დაგეგმვა და განვითარება, მოტივაციის ზრდა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. პროკურატურის თანამშრომელთა რანგირება სწორედ შეფასების შედეგებს ეფუძნება. ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია რომ შეფასების სისტემა იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და პასუხობდეს ასევე პროკურატურის წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებს. ახალი შეფასების სისტემის ფარგლებში დეტალურად გაიწერა პროკურორთა და გამომძიებელთა შეფასების კრიტერიუმები, რითაც პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის უფრო მეტად განჭვრეტადი გახდა მთელი რიგი შეფასების მიმართულებები. კერძოდ, პროკურორებს და გამომძიებლებს ექნებათ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა სტანდარტებს და მოთხოვნებს დაეფუძნება მათი საქმიანობის ხარისხის შეფასება თითოეული მიმართულებით. ახალი შეფასების სისტემა უზრუნველყოფს ასევე შემფასებელთა მხრიდან მაქსიმალურად ერთგვაროვანი, ობიექტური და სამართლიანი მიდგომების დანერგვას.

 

მსჯელობის შემდეგ, საბჭოს წევრებმა ახალი შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ რეკომენდაცია ერთხმად მიიღეს.

 

„პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემას საქართველოს გენერალური პროკურორი ამტკიცებს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X