11:43 | 2020-07-27 ავტორი: Prime Time

პროკურატურამ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის და მასთან ერთად დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის და მასთან ერთად დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თ.ღ.-ს და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს მ.ღ-ს ბრალდება წარუდგინა და მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ  გამოძიებით დადგინდა,  რომ 2020 წლის 26 ივლისს თ.ღ.-მ და მ.ღ.-მ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე, თ.ღ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაზიდეს 34071 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 8310 კოლოფი სიგარეტი „Manchester“-ი.

 

სამართალდამცველებმა აღნიშნული საქონელი  თ.ღ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას  იმავე დღეს ამოიღეს, რის შემდგომ  თ.ღ. და მ.ღ. დააკავეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად  6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X