fbpx
22:31 | 2020-08-25 ავტორი: Prime Time

პროკურატურამ თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მამას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მამას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ფ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს.

 

ცოლს უთხრა, თუ ფულს არ გამომიგზავნი შვილის ხმას ვეღარ გაიგონებო - გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია 
2020-08-25ცოლს უთხრა, თუ ფულს არ გამომიგზავნი შვილის ხმას ვეღარ გაიგონებო - გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია 

 

ფ.ა.-ს მხრიდან განხორცილებული ქმედებების შედეგად, ა.ა. იმყოფებოდა მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ. 2020 წლის 23 აგვისტოს, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ხეზე, ა.ა. თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

 

სამართალდამცველებმა ფ.ა. იმავე დღეს დააკავეს. 2020 წლის 25 აგვისტოს მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარედგინა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე.
პროკურატურა ბერალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ავტორი: Prime Time
X