16:59 | 2020-06-11 ავტორი: Prime Time

პროკურატურამ თარაშ კანდელაკისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ თარაშ კანდელაკისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

გორის რაიონულმა პროკურატურამ, ქ.გორში მომხდარი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებული თარაშ კანდელაკისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა.

 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

 

ვინ არის გიორგი კანდელაკის შვილი, რომელიც დაკითხეს
2020-06-09ვინ არის გიორგი კანდელაკის შვილი, რომელიც დაკითხეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 9 ივნისს, ქ.გორში, რესტორან „ჟოზეფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე,  ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ.კ.-მ, შელაპარაკებისას, ე.თ.-ს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X