13:12 | 2020-06-25 ავტორი: თეონა ყაჭიური

პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი დააკავა

პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე  ადვოკატი დააკავა

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა გ.ჩ.-მ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელთან ა.ლ.-სთან ერთად, შუამავალს შესთავაზა ერთ-ერთი თანამდებობის პირისთვის, ქრთამის სახით, 100 000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უნდა გათავისუფლებულიყო.

 

აღნიშნულის თაობაზე შუამავალმა დაუყოვნებლივ მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, სადაც დაიწყო გამოძიება, დაიგეგმა და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს დანაშაულის ჩადენაში მხილებული ზემოხსენებული ადვოკატი.

 

„ცეცხლი წაიკიდა და მეხუთე სართულიდან გადმოხტა“ - ცნობილი ხდება 36 წლის ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ახალი დეტალები
2020-06-25„ცეცხლი წაიკიდა და მეხუთე სართულიდან გადმოხტა“ - ცნობილი ხდება 36 წლის ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ახალი დეტალები

 

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე ქრთამის მიცემის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა.ლ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

ადვოკატ გ.ჩ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის  პირველი ნაწილით. პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა“,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ავტორი: თეონა ყაჭიური


X

error: Content is protected !!