fbpx
16:11 | 2020-09-16 ავტორი: Prime Time

პროკურატურამ გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ  გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ქალაქ გორში შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ თ.თ.-ს ბრალი წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 13 სექტემბერს, გორში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თ.თ.-მ გ.ბ-ს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო თ.თ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი დააკავა
2020-09-15პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი დააკავა

სამართალდამცველებმა თ.თ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა თ.თ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X