19:10 | 2021-09-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პროკურატურა კატეგორიულად გმობს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალის საჯარო გავრცელების ფაქტს

პროკურატურა კატეგორიულად გმობს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალის საჯარო გავრცელების ფაქტს

„საქართველოს პროკურატურა კატეგორიულად გმობს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის  ამსახველი ვიდეომასალის საჯარო გავრცელების ფაქტს“, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

 

„მსგავსი შინაარსის მასალის გავრცელება არ ემსახურება საჯარო ინტერესს, რადგან ამგვარი ქმედება წარმოადგენს ძალადობის წახალისებას, არღვევს დაზარალებულთა უფლებებს და ამავე დროს, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

 

„მეც მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად, მსოფლიომ უნიჭიერესი დაკარგა…“ – მეგობრების სულისშემძვრელი პოსტები სასტიკად მოკლულ 22 წლის ბიჭზე
2021-09-16„მეც მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად, მსოფლიომ უნიჭიერესი დაკარგა…“ – მეგობრების სულისშემძვრელი პოსტები სასტიკად მოკლულ 22 წლის ბიჭზე

 

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ხასიათის და შინაარსის მასალის გავრცელებისა და ტირაჟირებისგან.

 

საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და დაკავების მიზნით“, – აცხადებენ უწყებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!