fbpx
14:17 | 2020-09-23 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“პროფილი” “რუსთავი 2”-ის ეთერში პაატა გულიაშვილის გადაცემამ ჩაანაცვლა – დაბრუნდება თუ არა ეთერში მაია ასათიანი

“პროფილი” “რუსთავი 2”-ის ეთერში პაატა გულიაშვილის გადაცემამ ჩაანაცვლა – დაბრუნდება თუ არა ეთერში მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ხშირად ექცევა ჭორების ქარ-ცეცხლში. თბილისში ამჯერად იმის შესახებ ალაპარაკდნენ, რომ ტელეწამყვანის სავტორო გადაცემა “პროფილი” შესაძლოა “რუსთავი 2”-ის ეთერში აღარ ვიხილოთ.

 

ჭორები ამის შესახებ, მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც ტელეკომპანიის ეთერში, იმ დროს როდესაც “პროფილი” გადიოდა, უკვე რამდენიმე კვირაა პაატა გულიაშვილის ახალი გადაცემა “ანეკდოტები” გადის.

 

ინფორმაციის გადასამოწმებლად, “პრაიმტაიმი” თოქ-შოუ პროფილის პროდუსერს ნიკოლოზ ხაჩიძეს დაუკავშირდა.

 

– პაატა გულიაშვილის გადაცემა ეთერში გავიდა აგვისტოში. “პროფილისთვის” ახალი, ძალიან მაგარი სტუდია მზადდება და ოქტომბრის პირველ რიცხვებში აუცილებლად დავბრუნდებით ეთერში. ახლა მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს და ისევ ძველ დროს, ხუთშაბათს 10 საათზე დავბრუნდებით ეთერში.

 

პირველი გადაცემა იქნება ძალიან საინტერესო, მაყურებელი ძალიან დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდა ერთ კონკრეტულ რესპოდენტს სტუმრად “პროფილში”, უამრავი წერილი მოგვდიოდა და სწორედ ეს ადამიანი იქნება ახალი სეზონის პირველი სტუმარი.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X