10:06 | 2020-05-09 ავტორი: თამარ ბუჩუკური

პროაქტიულმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს – კელი დეგნანი

პროაქტიულმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა  ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მედიკოსებისა და ხელისუფლების ძალისხმევით საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს უსაფრთხოდ უბრუნდება.

 

„საქართველოს ჯანდაცვის ხელმძღვანელების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ექიმების, მკვლევარებისა და საქართველოს მთავრობის პროაქტიულმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა, ეს გზა ჯერ ბოლომდე არ გაგვივლია. ახალი ამბები, რომ საქართველოში ეტაპობრივად განახლდება სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობა, იმედის მომცემია.“ – ამბობს კელი დეგნანი.

 

მისი თქმით, ამერიკის საელჩო საქართველოსთვის დახმარების სხვადასხვა გზას ეძებს და ის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელების რეკომენდაციას იცავს. ამბობს, რომ დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.

 

„მე დღეს დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობ, რათა შევასრულო საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელების რეკომენდაცია სოციალური დისტანცირების დაცვასთან დაკავშირებით.

 

ვიცი, ყველა მოუთმენლად ველოდებით, რომ სრული დატვირთვით შევუდგეთ მუშაობას, რაც შეიძლება სწრაფად, როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება.

 

თუმცა, ეს გზა ჯერ ბოლომდე არ გაგვივლია, როგორც ექიმმა გამყრელიძემ თქვა:

 

„ჩვენ ჯერ არ დაგვიმარცხებია COVID 19”. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს სერიოზულად მივუდგეთ და მივიღოთ სიფრთხილის აუცილებელი ზომები ჩვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.

 

ამერიკის შეერთებული შტატები უძღვება COVID 19-ზე რეაგირების მსოფლიო ძალისხმევას ჰუმანიტარული და ჯანდაცვის კუთხით მაშინ, როდესაც თვითონაც ვირუსს ებრძვის შინ.

 

ამ რეაგირების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღემდე, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის.

 

დამატებით იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რაც უკვე უზრუნველყო მრავალეროვნული და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ეხმარებიან თემებს პანდემიასთან გამკლავებაში.

 

აქ, საქართველოში საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X