fbpx
16:51 | 2020-05-19 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“პრივილეგირებული და კარის მუსიკოსები ყოველთვის ჰყავდა თქვენს პრეზიდენტს”- ანიტა რაჭველიშვილი ახალ სკანდალში ეხვევა

“პრივილეგირებული და კარის მუსიკოსები ყოველთვის ჰყავდა თქვენს პრეზიდენტს”- ანიტა რაჭველიშვილი ახალ სკანდალში ეხვევა

მუსიკალურ სამყაროში ახალი სკანდალი მწიფდება, მუსიკოსების გაღიზიანება ანიტა რაჭველიშვილის მიერ „კვირის შუადღეში“ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.

 

ის გადაცემის სტუმარი ნიკოლოზ რაჭველთან ერთად გახლდათ, სადაც მსოფლიო ოპერის ვარსკვლავმა ქართული ორკესტრები გააკრიტიკა.

 

„ხმამაღლა ვამბობ, ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრის მსგავსად არცერთი უკრავს. სხვა ორკესტრებთან კატეგორიულად არც კი გამოვდივარ სამღერლად, იმიტომ რომ დონე არის სამარცხვინო, თან ძალიან სამარცხვინო.

 

როგორც ამ მთავრობაში არიან უნიჭოები, ისეთივე უნიჭოები ჰყავთ გვერდით დასმული, უნიჭო ორკესტრებს და ხელოვანებს აკვრევინებენ, ამღერებენ და აცეკვებენ მათთვის“ – განაცხადა რაჭველიშვილმა გადაცემაში.

 

რაჭველიშვილის განცხადებას მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, მათ შორის სამუსიკო სკოლების წარმომადგენლები.

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ პედაგოგმა თამუნა ჩოთირიძემ ოპერის მომღერლის განცხადებას ხმაურიანი პოსტი მიუძღვნა.

 

„ძალიან გულდასაწყვეტია და საწყენია, როდესაც ჩვენი სათაყვანებელი, მსოფლიოში აღიარებული და ბევრი ახალგაზრდა, დამწყები ვოკალისტისთვის მისაბაძი მომღერალი, ასეთი სიძულვილის ენით საუბრობს კოლეგების მიმართ.

 

ჩვენ, მუსიკოსები, ორკესტრანტები, პედაგოგები, პროფესორები კაპიკებზე და სუფთა ენთუზიაზმზე ვმუშაობთ და არც არასოდეს ვყოფილვართ განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

 

ვინც ამ სიტუაციას არ აღიქვამდა სერიოზულად, ლანძღავდა ამ საოცარ თავდადებულ ხალხს! - ანიტა რაჭველიშვილი ქართველ მედპერსონალს მადლობას უხდის
2020-03-17ვინც ამ სიტუაციას არ აღიქვამდა სერიოზულად, ლანძღავდა ამ საოცარ თავდადებულ ხალხს! - ანიტა რაჭველიშვილი ქართველ მედპერსონალს მადლობას უხდის

 

ეს პრივილეგიები და კარის მუსიკოსები კი ყოველთვის ყავდა თქვენს პრეზიდენტს და იგივე ორკესტრებს, კარგად ახსოვთ რა გაუთავებლად ელოდებოდნენ პრეზიდენტთან გასასეირნებლად აღტკინებულ სოლისტებს, მოთმენით, საათობით!

 

პრეზიდენტის ხელდასმულ პრიმა “დივებს” და ასევე მოთმინებით იტანდნენ მათ კაპრიზებს, ზღვარგადასულ სითავხედეს და თქვენს მიერ შეურაცხყოფილი “სამარხცვინო დონის ორკესტრები და ხელოვ(ა)ნები(!!!)” ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მიშა იქნება თუ გრიშა.

 

პ.ს. ისე, ოპერის ორკესტრიც ორკესტრია და რა ვიცი აბა… უხერხულია მოკლედ, სირცხვილია!

 

პ.პ.ს. ბოდიშს ვუხდი ჩემს სტუდენტებს და მომავალ თაობას, ასეთი დაბალი დონის გარჩევებისთვის. ძალიან ცუდი მაგალითია, მესმის. მაგრამ თავი ვერ შევიკავე“ – დაწერა თამუნა ჩოთირიძემ.

 

პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და ანიტა რაჭველიშვილის ის გამოსვლები გაახსენეს, როდესაც სხვადასხვა ორკესტრებთან ერთად იმღერა.

 

მოგვიანებით, პირად გვერდზე განმარტება გააკეთა ანიტა რაჭველიშვილმა.

 

„სიმართე მწარე და საწყენია მეგობრებო და ყოველთვის საწყენი იქნება! გავიმეორებ და ვიტყვი რომ კრიტიკა ჭკვიან ადამიანს მოსწონს მარტო.

 

სხვათაშორის სიმფონიური ორკესტრები გავაკრიტიკე და რატომღაც ყველა დანარჩენმაც საკუთარ თავზე მიიღო, მე არ გამიკრიტიკებია არც კონსერვატორია და არც მისი მოსწავლე-პედაგოგები,მაგრამ მაინც საკუთარ თავზე მიუღიათ…. კაცია და გუნება“ – დაწერა მომღერალმა.

 

„პრაიმტაიმმა“ ცადა სხვადასხვა ოპერის წარმომადგენლებთან დაკავშირება, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X