09:40 | 2021-10-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პრინცესას შეუძლია, ქალზე დაქორწინდეს – ნიდერლანდების პრემიერმა პარლამენტს წერილით მიმართა

პრინცესას შეუძლია, ქალზე დაქორწინდეს – ნიდერლანდების პრემიერმა პარლამენტს წერილით მიმართა

ნიდერლანდების სამეფო კარის წევრებს სრული უფლება აქვთ, იმავე სქესის ადამიანებზე დაქორწინდნენ, „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. იმ შემთხვევაში, თუ პრინცესა ქალზე დაქორწინდება, ის სამეფო გვირგვინის ტარების უფლებას არ დაკარგავს.

 

17 წლის პრინცესას, კატარინა-ამალიას საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის საზოგადოებისთვის ცნობილი. მონარქების ერთნაირსქესიანი ქორწინების შესახებ საუბარი კი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ნიდერლანდებში გამოჩნდა რამდენიმე წიგნი, სადაც სამეფო ოჯახში გეიქორწინების აკრძალვაზე იყო საუბარი.

 

თუმცა, პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ დრო შეიცვალა:

 

„მთავრობა მიიჩნევს, რომ სამეფო გვირგვინის მემკვიდრეს შეუძლია იმავე სქესის ადამიანზე ქორწინება. ამასთან, მემკვიდრეს არ ჩამოერთმევა გვირგვინის ტარების უფლება გეიქორწინების შემთხვევაში,“ – ნათქვამია რუტეს პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში.

 

გეიქორწინება ნიდერლანდებში 2001 წლიდან არის დაშვებული.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X