fbpx
18:05 | 2021-01-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„პრეზიდენტი როცა სადმე მიდის, ბავშვივით გააყოლებს ხოლმე თვალს, მერე უცებ იწყენს“ – სალომე ზურაბიშვილის და „გომბორას“ გულის ამაჩუყებელი ისტორია

„პრეზიდენტი როცა სადმე მიდის, ბავშვივით გააყოლებს ხოლმე თვალს, მერე უცებ იწყენს“ – სალომე ზურაბიშვილის და „გომბორას“ გულის ამაჩუყებელი ისტორია

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ტელეკამერები ხშირად აფიქსირებენ თავის ერთგულ ოთხფეხა მეგობართან ერთად.

 

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ გაგვერკვია, როგორ გახდა მეტისი პრეზიდენტის ერთგული ძაღლი. ბევრისთვის აქამდე უცნობ ისტორიას „პრაიმტაიმთან“, სალომე ზურაბიშვილის მეგობარი, მსახიობი ნათელა მაჭავარიანი იხსენებს.

პრეზიდენტი ტელეკამერებმა ძაღლის გასეირნებისას დააფიქსირა - ნახეთ ვიდეო
2021-01-13პრეზიდენტი ტელეკამერებმა ძაღლის გასეირნებისას დააფიქსირა - ნახეთ ვიდეო

 

„2 წლის „გომბორა“ პრეზიდენტმა გომბორის უღელტეხილზე იპოვა, ეს სახელიც ამიტომ დაარქვა. ძალიან პატარა ალბათ თვეების ლეკვი იქნებოდა, წამოიყვანა, მოუარა, დაბანა, მოაწესრიგა და გაიზარდა მშვენიერი ძალიან ჭკვიანი ძაღლი. გიჟდება ისე უყვარს თავისი პატრონი.

 

ეს მისი პირველი ძაღლი არ არის, ადრეც ჰყავდა ოთხფეხა ერთგული მეგობარი კოკერ სპანიელი სახელად „კენზო“.

 

გომბორა“ ისეთი ერთგული ძაღლია, რომ პრეზიდენტი როცა სადმე მიდის ბავშვივით გააყოლებს ხოლმე თვალს, მერე უცებ იწყენს, ელოდება ერთგულად, როცა ბრუნდება გახარებული ეგებება.

 

ძალიან ხშირად ასეირნებს, ყოველ დილით, ხშირად კუს ტბაზეც დაჰყავს. სულ უნდოდა პრეზიდენტს ძაღლი და ამასაც ბედი აღმოაჩნდა ეტყობა. საერთოდ სალომე ზურაბიშვილს ადამიანებიც ძალიან უყვარს და ცხოველებიც“, – გვიყვება ნათელა მაჭავარიანი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე
X