14:28 | 2020-05-15 ავტორი: თეონა ყაჭიური

პრემიერმინისტრი სასწავლო წლის დასრულების თარიღს ასახელებს

პრემიერმინისტრი სასწავლო წლის დასრულების თარიღს ასახელებს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, 1-ელ კლასელები – 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები – 15 ივნისს. ამის შესახებ მან განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე განაცხადა.

 

მისი თქმით, დისტანციური სწავლება წარმატებული გამოდგა და ამის შედეგია, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ ცხდდება.

 

„განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური, ონლაინგაკვეთილების დანერგვა და ამან თავისი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან, განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, რომელიც არის ტელესკოლა.

 

ტელესკოლა, არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებიც ენებზეც მაუწყებლობს და აძლევს საშუალებას საქართველოში თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში აკადემიური წელი 2019-2020 სასწავლო წლები არ გამოცხადდება.

 

საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, ტელესკოლის საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, 1-ელ კლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს”, – განაცხადა გახარიამ.

 

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საგანმანატლებლო დაწესებულებები მარტიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X