fbpx
16:05 | 2020-10-15 ავტორი: თამთა თორდია

პრემიერმა განმარტა, რატომ იყო კორონავირუსის პირველ ტალღაზე ჩაკეტილი ქვეყანა და რატომ არ არის ახლა 

პრემიერმა განმარტა, რატომ იყო კორონავირუსის პირველ ტალღაზე ჩაკეტილი ქვეყანა და რატომ არ არის ახლა 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პირველ ტალღაზე მძიმე ჩაკეტვების გადაწყვეტილება, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.

 

მისი თქმით, ახლა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებელი უკეთეს ფორმაშია.

 

თბილისში და იმერეთში შეზღუდვები წესდება - პრემიერ მინისტრის განცხადება (Live)
2020-10-15თბილისში და იმერეთში შეზღუდვები წესდება - პრემიერ მინისტრის განცხადება (Live)

 

„შეხედეთ ახლა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ბევრად უკეთეს ფორმაშია, ვიდრე რეგიონში სხვა ქვეყნები. იმიტომ, რომ ჩვენ მაშინ ქვეყნის მძიმე ჩაკეტვით ვირუსის სწრაფი გავრცელების შეზღუდვა და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან არიდება შევძელით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

იხილეთ ვიდეო: ვიცი გულში ამბობთ, რომ რა ზღაპრებს გვიყვება მაგრამ… – 5 რჩევა რომელიც პანდემიისას უნდა გავითვალისწინოთ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუვები დააწესა:

 

თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X