fbpx
14:36 | 2020-11-26 ავტორი: Prime Time

პრემიერმა დაასახელა თარიღები, როცა გამონაკლისის სახით შეზღუდვები შემსუბუქდება

პრემიერმა დაასახელა თარიღები, როცა გამონაკლისის სახით შეზღუდვები შემსუბუქდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 28 ნოემბრიდან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბერი – 2 იანვრის შეზღუდვები შემსუბუქდება.

 

 

კერძოდ, 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში:

 

ქვეყნის მასშტაბით:

 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრები;

 

  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა;

 

3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდი

 

ქვეყნის მასშტაბით:

 

  • ცხადდება უქმე/ დასვენების დღეები

 

  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის პერიოდში.

 

  • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სერვისებისა

 

16 იანვარი – 31 იანვარი

 

 

ქვეყნის მასშტაბით:

 

  • აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტების და ღია დახურული ბაზრობების მუშაობა( გარდა შაბათ-კვირისა)

 

  • შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X