fbpx
12:12 | 2020-12-29 ავტორი: Prime Time

პრემიერმა დაასახელა დრო, როდის შეიძლება შემსუბუქდეს შეზღუდვები

პრემიერმა დაასახელა დრო, როდის შეიძლება შემსუბუქდეს შეზღუდვები

შეზღუდვების შემსუბუქება, იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია იყოს განხილული პირველი თებერვლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

ნახეთ ვიდეო ↓ პრემიერმა შეზღუდვების შემსუბუქების სავარაუდო დრო დაასახელა

 

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, უფრო ადრე შეზღუდვების შემსუბუქება რისკის ქვეშ აყენებს არსებულ მიღწევებს.

 

„რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში შედარებითი პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია იყოს განხილული პირველი თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: Prime Time
X