fbpx
14:16 | 2020-10-22 ავტორი: Prime Time

პრემიერის საგანგებო განცხადება – რას ავალებს სამართალდამცველებს გიორგი გახარია

პრემიერის საგანგებო განცხადება – რას ავალებს სამართალდამცველებს გიორგი გახარია

„შსს-ს და სამართალდამცველებს სრულად აქვთ უმთავრესი ამოცანა დღეს, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული“- ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

„გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს იყო პირველი რიგის ამოცანა და მიღწეული შედეგი. ის რომ მძევლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება პირველი რიგის ამოცანაა.

 

შსს-ს და სამართალდამცველებს სრულად აქვთ უმთავრესი ამოცანა დღეს, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული.

 

ეს არის ძირითადი ამოცანა, რომლზეც ოპერატიული მოქმედებები მიმდინარეობს, რომელის შსს-მ უნდა შეასრუულოს

 

ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა უნდა იყოს ამ მიზინს მისაღწევად გამოყენებული, რადგან არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან დანაშაულის დაუსჯელობის შემდგომი აღქმა“,- განაცხადა გახარიამ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X