fbpx
11:53 | 2020-11-04 ავტორი: Prime Time

„პრაიმტაიმმა“ მარნეულში დედა-შვილის მკვლელობის სავარაუდო მოტივი გაარკვია

„პრაიმტაიმმა“ მარნეულში დედა-შვილის მკვლელობის სავარაუდო მოტივი გაარკვია

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება მარნეულში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედა-შვილის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი – 16 წლის მ.რ და მამამისი, 38 წლის ა.რ დააკავა.

 

მათ ბრალად ედებათ დედა-შვილის – 39 წლის ზ.ბ-ს და 22 წლის ა.რ-ს განზრახ მკვლელობა. გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

 

„პრაიმტაიმს“ მეზობლები უყვებიან, რომ მოკლული დედა-შვილი და მკვლელობაში ბრალდებული მამა-შვილი ერთმანეთის ნათესავები არიან. ოჯახებს შორის კონფლიქტი კი წარსულში დაწყებულ დაპირისპირებას უკვშირდება, რის გამოც აწ გარდაცვლილი ა.რ სოფლიდანაც კი გააძევეს.

 

„ეს ბიჭი, თავის ბიცოლას ჩუმად რაღაც ვიდეობს უღებდა. როდესაც ოჯახის კაცებმა გაიგეს, სცემეს. მერე სოფლიდან გაიქცა და დიდი ხანი აღარ ჩანდა. ახლახანს დაბრუნდა და ეს კონფლიქტი ისევ დაიწყო. საბოლოოდ არ აპატიეს და ასეთი რამ მოხდა“, – ყვება „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი მეზობელი.

 

მისი თქმით, დედა-შვილი სანადირო თოფებით, შურისძიების მიზნით მოკლეს.

 

დაკავებულ მამა-შვილს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X