12:45 | 2021-04-17 ავტორი: Prime Time

„პრაიმტაიმის“ სიუჟეტის შემდეგ ქუჩის მუსიკოსს კლიპს უფასოდ გადაუღებენ 

„პრაიმტაიმის“ სიუჟეტის შემდეგ ქუჩის მუსიკოსს კლიპს უფასოდ გადაუღებენ 

რეჟისორი და ვიდეოგრაფერი დავით დურგლიშვილი „პრაიმტაიმის“ სიუჟეტის გმირს, თორნიკე ტურაბელიძეს, კლიპს უფასოდ გაუკეთებს.

 

ჟურნალისტმა თორნიკე ყაჯრიშვილმა ქუჩის მუსიკოსი რამდენიმე დღის წინ ჩაწერა და მასზე სიუჟეტი მოამზადა:

 

თორნიკე ტურაბელიძე მუსიკოსია, რომელიც ამჟამად ოჯახს ქუჩაში სიმღერით ინახავს. სიუჟეტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ერთ-ერთმა რეჟისორმა კი გადაწყვიტა, რომ კლიპს, რომელზეც თორნიკე ახლა მუშაობს, უფასოდ გაუკეთებენ.

 

„ეს მაგარი ბიჭი შემეხმიანა ადრე და მითხრა თქვენი გადაღებული კლიპები მომწონს დ სიმღერას რო ჩავწერ თქვენ მინდა გადაიღოთო, გუშინ შემეხმიანა და თავიც გამახსენა. გიორგი ბერიძეს დავურეკე და ვუთხარი რომ, კომერციული შეკვეთაა და სცენარზე რომ გვემუშავა. მინდა ამ პოსტზე მოვნიშნო ეს მაგარი კაცი და ვუთხრა საჯაროდ, რომ უსასყიდლოდ გადავუღებთ ვიდეოკლიპს, არანაირი თანხა არაა საჭირო. ჩემდა სამწუხაროდ, არც გადამივლია მის facebook-ს თვალი ანუ არც ვიცოდი ვინ მწერდა. უმაგრესი კაცი ხარ და ბევრი წარმატებები შენ გჩუქნით კლიპს მე და გიორგი-გოგა ბერიძე“,- წერს დავით დურგლიშვილი.

 

ნახეთ, ქუჩის მუსიკოსის ვიდეო აქ: 

ავტორი: Prime Time


X