12:34 | 2020-04-24 ავტორი: Prime Time

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ზუგდიდში მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ზუგდიდში მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ზუგდიდში წუხელ ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. ამის შესახებ ექსკლუზიურად „პრაიმტაიმისთვის“ ხდება ცნობილი. რაც შეეხება დაჭრილ მამაკაცს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

ახალგაზრდა, რომელიც ზუგდიდში ტოლსტოის ქუჩაზე ცხოვრობს, წუხელ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ცნობისთვის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X