fbpx
00:01 | 2021-01-01 ავტორი: Prime Time

„პრაიმტაიმი“ გილოცავთ ახალ წელს

„პრაიმტაიმი“ გილოცავთ ახალ წელს

გვინდა მოგილოცოთ 2021 წელი! გისურვოთ წარმატებები! წინსვლა თქვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში.

 

მადლობა ჩვენს მკითხველს და მაყურებელს ერთგულებისთვის! დისკუსიებში მონაწილეობისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, მოსაზრების დაფიქსირებისა და საინტერესო შეფასებებისთვის.

 

მადლობა ხელმომწერებს, პარტნიორებს, გულშემატკივრებს!

 

დიდი მადლობა ჩვენს რესპონდენტებს, ექსპერტებს, მრჩევლებსა და მეგობრებს, ემიგრანტებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და საინტერესო იქნება.

 

აქვე გაცნობებთ და შეუმჩნეველიც არ დარჩებოდა ჩვენს მკითხველს, რომ ერთი „პრაიმ ტაიმის“ გაზეთით დაწყებული ისტორია დღეს უკვე საკმაოდ მრავალფეროვანია.

 

PRIME TIME-მ შექმნა ახალი მულტიმედიური მედიაპროდუქტი ქართულ სივრცეში, რომელიც უფრო მრავალფეროვანია.

 

დღეს უკვე „პრაიმ ჰოლდინგის“ გუნდი თქვენთვის რამდენიმე ვებგვერდზე მუშაობს: ჩვენს ჰოლდინგს 2020 წელს ახალი ვებგვერდები

 

ptn.ge – ახალი, პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ეკონომიკური, მსოფლიოს ობიექტური ამბები;

 

primesport.ge – ყველაფერი სპორტის შესახებ;

 

 

primeambebi.ge – გაგაცნობთ შოუბიზნესის სიახლეებს, საინტერესო ისტორიებს, ასევე ახალ სახეებს და სულ სხვანაირი კუთხით დაგანახებთ ადამიანებს;

 

 

primevideo.ge – ეს არის ვიდეოპორტალი, სადაც შეგიძლიათ კადრებით ნახოთ ყველა ის მოვლენა, რაც საქართველოში და საქართველოს გარეთ მნიშვნელოვანია, გაეცნოთ ვიდეორეპორტაჟებსა და ისტორიებს.

 

PRIME TIME-ს გუნდი არის იქ, სადაც პრობლემაა, სადაც ამბავია! ჩვენი გუნდი არის ყველგან, სადაც რამის სასიკეთოდ შეცვლა შეიძლება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოგაწოდოთ ოპერატიულად, დაბალანსებული, გადამოწმებული, სწორი ინფორმაცია.

 

გისურვებთ და ვისურვებთ, რომ ძალიან ბევრი პოზიტიური ინფორმაცია გაშუქდეს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში!

 

მრავალ ახალ წელს საქართველო! 

 

კეთილი სურვილებით „პრაიმ ჰოლდინგის“ გუნდი

ავტორი: Prime Time
X