17:01 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

პრაგმატული ნაბიჯი თუ პოლიტიკური „გადაგდება“ – როგორ აფასებენ ექსპერტები „ოცნების“ გადაწყვეტილებას

პრაგმატული ნაბიჯი თუ პოლიტიკური „გადაგდება“ – როგორ აფასებენ ექსპერტები „ოცნების“ გადაწყვეტილებას

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 


მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

 

მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი სისტემა ეფექტიანია კოალიციური მმართველობისთვის და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.

აქ ისტორია ყალბდებოდა - რას წერდა ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილის მთავრობაზე?
2021-07-29აქ ისტორია ყალბდებოდა - რას წერდა ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილის მთავრობაზე?

 

ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული“, – თქვა პარტიის თავმჯდომარემ. 

 

გადაწყვეტილებას მაშინვე მოჰყვა გამოხმაურება, როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ისევე საერთაშორისო პარტნიორებისგან.

 

 

ვინ ზარალდება ამ შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში? – ფაქტი ერთია, მიშელის დოკუმენტის გაუქმების გამო, საქართველომ დასავლეთის თვალში კიდევ ერთი მინუსი დაიწერა.

 

რით გაიმართლებს თავს „ქართული ოცნება“ დასავლელ პარტნიორებთან? ხომ არ შეეშინდა მმართველ პარტიას, არჩევნებში 43%-იანი ბარიერის გადალახვის ვალდებულების? (რაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის წინაპირობა გახდებოდა) როგორი იქნება დასავლეთის რეაგირება მიშელის დოკუმენტის გაუქმებასთან დაკავშირებით? – ამ საკითხების შესახებ „პრაიმტაიმთან“ ექსპერტები საუბრობენ.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები- შარ მიშელი
2021-07-29მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები- შარ მიშელი

 

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთთან კონსულტაციების გარეშე, შარლ მიშელის დოკუმენტს არ გააუქმებდა.

 

„მე ვთვლი, რომ ქართულმა პოლიტელიტამ საკმაოდ სერიოზული შეცდომა დაუშვა იმის გამო, რომ ამდენი ხანი გაგრძელდა შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ღრმად შემოუშვა შიდა პოლიტიკურ საკითხებში დასავლელი პარტნიორები.

 

ვერ გამოვედით იმ მოცემულობიდან, რომ აუცილებლად სხვამ უნდა მოაგვაროს ჩვენთან საქმეები. მიშელის დოკუმენტი ერთი შეხედვით, აცხრობდა ვითარებას, მაგრამ სინამდვილეში, მან არ იმუშავა, რადგან მას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა.

 

რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ ახლა ამ დოკუმენტის გაუქმება, ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ის მიზეზი, რომ 43%-იანი დათქმის გამო მოახდინეს დოკუმენტის ანულირება, აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან დღევანდელი გადმოსახედიდან, „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებში 43% -ის აღება გარანტირებულია და შესაძლოა, მეტის.

 

მგონია, რომ დასავლეთთან გარკვეული კონსულტაციების გარეშე, „ოცნება“ ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. სალომე ზურაბიშვილისა და მიშელის არაფორმალური შეხვედრა ამის მიმანიშნებელია.

 

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ მიშელის დოკუმენტის გაუქმების გამო, პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, რადგან დასავლეთი მმართველ პარტიას გადაგდებას არ აპატიებს.

 

„ქართული ოცნების“ მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირების ფაქტს, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს. აღნიშნული ალბათ უკავშირდება იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა შიდასოციოლოგიური გამოკვლევა, რომელთა მიხედვით მმართველი პარტიის რეიტინგი არის 43%-ზე ნაკლები.

 

„ქართულმა ოცნებამ“ ვალდებულება მოიხსნა, რომ გამართული იქნეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ ურთიერთობა გაიფუჭა დასავლელ პარტნიორებთან.

 

„ქართული ოცნება“ დასავლელ პარტნიორებს ეტყვის, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს და ჩვენ რატომ გვაქვს ვალდებულება, რომ შევუერთდეთო, რაც გასასამართლებელი საბაბი არ არის.

 

არ არის გამორიცხული, რომ ამ ყველაფერს ის პრორუსული ძალები ლობირებდნენ, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს.

 

თქვენ ნუ ნერვიულობთ, არანაირი რუსული სცენარი არ არის - დავით ზალკალიანი ჟურნალისტს
2021-07-29თქვენ ნუ ნერვიულობთ, არანაირი რუსული სცენარი არ არის - დავით ზალკალიანი ჟურნალისტს

 

დამოუკიდებელი ექსპერტის, ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა თავი იმართლოს, პოლიტიკური შეთანხმების გარღვევის გამო, დასავლეთის ქარტეხილში გავლა მაინც მოუწევს.

 

„ეს საკმაოდ მძიმე და სარისკო გადაწყვეტილებაა. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ ჰქონდათ საფუძველი, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ, რადგან წარმოუდგენელია ისინი ვერ აცნობიერებდნენ, რა რეაქციები მოჰყვება ამ გადაწვეტილებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

 

თავად „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში, მას ცალმხრივად უწევდა დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მაშინ, როცა მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერდა შეთანხმებას.

 

ამასთან, 43% -იანი დათქმა „ქართულ ოცნებაში“ პოპულარობით არ სარგებლობდა. შესაძლოა, შიდა კვლევაც ჩაატარეს და ნახეს, რომ 43%-იან ბარიერს ვერ ლახავდნენ.

 

„ქართულ ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ამ ჭექა-ქუხილს დასავლელ პარტნიორებთან რაღაცნაირად გადაატარებს, მათ არგუმენტად კი ეტყვის, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და ამიტომ ხელშეკრულების გაგრძელებას აზრი აღარ აქვს.

 

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი ისტორიული დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მიერ ანულირებულია – მმართველმა პარტიამ დოკუმენტის ანულირების მიზეზად მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, რომელმაც შეთანხმებას ხელი 100 დღის განმავლობაში არ მოაწერა.

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

 

ავტორი: Prime Time


X