17:05 | 2021-04-17 ავტორი: Prime Time

პრაღაში რუსეთის საელჩოსთან ოქროს უნიტაზზე მჯდომი ვლადიმერ პუტინის ქანდაკება მიიტანეს

პრაღაში რუსეთის საელჩოსთან ოქროს უნიტაზზე მჯდომი ვლადიმერ პუტინის ქანდაკება მიიტანეს

ჩეხეთში, რუსეთის საელჩოსთან ნავალნის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა. პრაღაში რუსეთის საელჩოსთან ოქროს უნიტაზზე მჯდომი ვლადიმერ პუტინის ქანდაკება მიიტანეს. ამის შესახებ ოცხოური მედია წერს.

 

გამოცემის ცნობით, მოძრაობა Kaputin-ის აქტივისტებმა საპროტესტო აქციაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრება და რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევები გააპროტესტეს.

 

„არაფერი არ ახასიათებს რუსეთის მოქმედ მმართველებს ისე, როგორც ოქროს უნიტაზები პუტინის სასახლეში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 13%-ს საკუთარი ტუალეტიც კი არ აქვს“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!