13:04 | 2020-03-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

პოზიტიური ვიდეო კარანტინში მყოფი ყველაზე პატარა გოგოს გასამხიარულებლად

პოზიტიური ვიდეო კარანტინში მყოფი ყველაზე პატარა გოგოს გასამხიარულებლად

აბასტუმნის ფილტვის ცენტრის წარმომადგენელი ელდარ კბილაშვილი სოციალურ ქსელში პოზიტიურ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, როგორ მივიდნენ ცენტრში, კარანტინში მყოფ პატარა გოგონასთან ბუშტებით და საჩუქრებით კლინიკის დირექტორი და მენეჯერი.

 

ცენტრის დირექტორი და კლინიკური მენეჯერი ჯუჯების ფორმაში იყვნენ გამოწყობილები.

 

„დღეს აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ყველაზე პატარა პაციენტს უცნაური სტუმრები ეწვივნენ: ორი ჯუჯა მეგობარი – ცენტრის დირექტორი რეზო ჟღენტი და კლინიკური მენეჯერი კახა ბერიძე, ბუშტებითა და საჩუქრებით გამოეცხადნენ. სიყვარული ყველაზე დიდი მკურნალია ამქვეყნად,რომელიც კორონასაც მოერევა და მრავალ სხვა განსაცდელსაც დაგვაძლევინებს, მალე სიხარულით შეცვლის დღევანდელ შფოთიან რეალობას“,- წერს ელდარ კბილაშვილი სოციალურ ქსელში.

 

დღეს აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ყველაზე პატარა პაციენტს უცნაური სტუმრები ეწვივნენ: ორი ჯუჯა მეგობარი – ცენტრის დირექტორი რეზო ჟღენტი და კლინიკური მენეჯერი კახა ბერიძე, ბუშტებითა და საჩუქრებით გამოეცხადნენ. სიყვარული ყველაზე დიდი მკურნალია ამქვეყნად,რომელიც კორონასაც მოერევა და მრავალ სხვა განსაცდელსაც დაგვაძლევინებს,მალე სიხარულით შეცვლის დღევანდელ შფოთიან რეალობას.#როცავართერთადშევძლებთყველაფერს🇬🇪🇬🇪🇬🇪#სიყვარულითმოვერევითკორონას💪

Gepostet von ელდარ კბილაშვილი am Donnerstag, 19. März 2020

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X