fbpx
12:46 | 2020-11-25 ავტორი: Prime Time

პოზიტიური სიახლე თენგიზ ცერცვაძის ჯანმთელობის მდგომარეობაზე 

პოზიტიური სიახლე თენგიზ ცერცვაძის ჯანმთელობის მდგომარეობაზე 

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, მას გუშინ სიცხე არ ჰქონია, თუმცა პნევმონია დარჩენილია.

 

პრაიმტაიმთან“ თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ბერიძე საუბრობს.

ინფიცირებამდე ორი დღით ადრე ბოტანიკურ ბაღში ვიყავით, ნერგები დავრგეთ - თენგიზ ცერცვაძის მეუღლე
2020-11-24ინფიცირებამდე ორი დღით ადრე ბოტანიკურ ბაღში ვიყავით, ნერგები დავრგეთ - თენგიზ ცერცვაძის მეუღლე

 

„კლინიკაში მიდის დაკვირვება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩაუტარდება მორიგი ლაბორატორიული კვლევები და განისაზღვრება სტრატეგია. ის თავს მხნედ გრძნობს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებს და დისტანციურად ჩართულია. გუშინ სიცხე არ ჰქონდა და პროგრესი შეინიშნება, თუმცა პნევმონია დარჩენილია. ​რემდესივირს რაც შეეხება, მომდევნო დღეებში კვლევის პასუხებს ელოდება და რა შედეგიც დაიდება, ამის მიხედვით გააკეთებს ანალიზს“,- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გიორგი ბერიძემ.

 

თენგიზ ცერცვაძის მეუღლე, ანა თოფურია კვლავ სახლში განაგრძობს მკურნალობას.

 

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ავტორი: Prime Time


X