00:20 | 2020-08-07 ავტორი: თამთა თორდია

პორნოგრაფიულ საიტებს პროგრამულად უზრუნველვყოფთ! – „ზეგ“-ის დირექტორი

პორნოგრაფიულ საიტებს პროგრამულად უზრუნველვყოფთ! – „ზეგ“-ის დირექტორი

პორნოგრაფიულ საიტებს პროგრამულად უზრუნველვყოფთ, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანია ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

ფსიქიკურად შეამოწმონ - კომპანია „ზეგ“-ი ბაჩალიაშვილის მეგობარი ბიჭის ბრალდებას პასუხობს
2020-08-05ფსიქიკურად შეამოწმონ - კომპანია „ზეგ“-ი ბაჩალიაშვილის მეგობარი ბიჭის ბრალდებას პასუხობს

 

მისი თქმით, კომპანიის საქმიანობა ლეგალურია.

 

ჩვენ ვაკეთებთ პროგრამულ უზრუნველყოფას…და არანაირი შეხება პორნო ინდუსტრიასთან შ.პ.ს ZAG-ს არ აქვს… ჩვენი საქმიანობა, საქართველოშიც და ამერიკაშიც ყველანაირად ლეგალურია, ამერიკაში არის ამერიკულად დადასტურებული და შემოწმებული, – თამარ კობერიძე.

 

კომპანია ZAG-ის თანამშრომლების თქმით, მათ იცოდნენ რომ პორნოსაიტებს ემსახურებოდნენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ციფრებთან აქვთ შეხება, კომპიუტერის ეკანზეც რიცხვებს ხედავენ და კოდის შექმნა პორნოგრაფიული ვიდეოს გადაღებას არ გულისხმობს. ერთ-ერთი თანამშრომელი, ლევან იობაშვილი
ამბობს: “Facebook-ის შემქმნელს ხომ არ აინტერესებს თქვენ რა სურათს დადებთ, ხომ არ გაქვთ კავშირი. აი ზუსტად იგივე მაგალითია”…

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X