23:06 | 2020-05-15 ავტორი: Prime Time

პოლიციელზე თავდასხმა და მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 30 წლამდე მამაკაცი

პოლიციელზე თავდასხმა და მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 30 წლამდე მამაკაცი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საჩხერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.გ. პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 მაისს ბ.გ-მ ურთიერთშელაპარაკებისას, მის თანამშრომელს – 1987 წელს დაბადებულ ხ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხ.ც.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

იმავე დღეს საგამოძიებო ღონისძიების მიმდინარეობისას, ბ.გ.-მ საჩხერის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საჩხერის პოლიციის თანამშრომელს.

 

გამოძიება ბ.გ.-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით – 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X