15:17 | 2020-05-31 ავტორი: Prime Time

პოლიციელმა ზღვის ნაპირზე ბოთლი იპოვა წერილით, რომელიც ოჯახის ტრაგედიას აღწერდა

პოლიციელმა ზღვის ნაპირზე ბოთლი იპოვა წერილით, რომელიც ოჯახის ტრაგედიას აღწერდა

ბრაიანი ტეხასიდან მთელი ცხოვრება სატვირთოს მძღოლად მუშაობდა. ძალიან უყვარდა თევზაობა და ოცნებობდა, რომ ოდესმე ზღვას ნახავდა.

 

დრო გადიოდა, ოცნებას კი ვერ ისრულებდა. 39 წლისა მოულოდნელად გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა მაინც გადაწყვიტა, რომ ბრაიანისთვის ოცნება აეხდინა. ამ ისტორიის შესახებ Bored Panda წერს.

 

Video: ჩემმა შვილმა დაიწყო ეს მელოდია და მე კომპოზიცია დავამთავრე - ბერა
2020-05-03Video: ჩემმა შვილმა დაიწყო ეს მელოდია და მე კომპოზიცია დავამთავრე - ბერა

 

ბრაიანის დედამ ბოთლში შვილის ფერფლი, 4 დოლარი და წერილი ჩადო და ბოთლი ფლორიდელ ნათესავებს გადასცა, რათა ის ზღვაში გადაეგდოთ.

 

მალევე ბოთლი ნაპირს მიადგა და ის პოლიციელმა, პოლა პენდლტონმა იპოვა. როცა ქალმა წერილი წაიკითხა, ცრემლები ვერ შეიკავა, მას ქმარი ერთი წლის წინ მოუკვდა.

 

„ჩემს შვილს ყოველთვის უნდოდა თავისუფალი ყოფილიყო და მე მას უკანასკნელ მოგზაურობაში ვუშვებ. თუ თქვენ იპოვნით ბოთლს, დამირეკეთ, სადაც არ უნდა იყოთ და დააბრუნეთ ბრაიანი ზღვაში, და მან განაგრძოს ეს მოგზაურობა“, – წერდა დედა.

 

პოლიციელმა დედის თხოვნა უყურადღებოდ ვერ დატოვა და მას დაურეკა, ბოთლი კი ნაცნობ კაპიტანს გადასცა, რომელიც სწორედ იმ დროს ზღვაზე გადიოდა.

 

ის პოლას დაპირდა რომ ბოთლს გოლფსტრიმში ჩაუშვებდა, რომ ბიჭს თავისი უკანასკნელი მოგზაურობის გაგრძელება შეძლებოდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები